იაპონიის პოლიტიკის კვლევების ეროვნული სამაგისტრო ინსტიტუტი (National Graduate Institute for Policy Studies – GRIPS) აცხადებს მიღებას 2027–2028 აკადემიური წლის საჯარო პოლიტიკის ერთწლიან (MP1) და ორწლიან (MP2) სამაგისტრო პროგრამებზე. განაცხადების მიღება დაიწყება 2026 წლის აგვისტოში.
GRIPS წარმოადგენს იაპონიის მთავრობის მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელიც სპეციალიზებულია საჯარო პოლიტიკის სფეროში განათლებისა და კვლევის მიმართულებით. პროგრამები ძირითადად განკუთვნილია საჯარო სექტორში დასაქმებული პირებისთვის, სახელმწიფო მოხელეებისა და პოლიტიკის სფეროს პროფესიონალებისთვის. სწავლება სრულად ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს.
პროგრამის ფარგლებში კანდიდატებს შეუძლიათ აირჩიონ შემდეგი სპეციალიზაციებიდან ერთ-ერთი:
• ეკონომიკური პოლიტიკა;
• საერთაშორისო განვითარების კვლევები;
• საერთაშორისო ურთიერთობები;
• საჯარო პოლიტიკა.
დაფინანსება:
წარმატებული კანდიდატებისთვის ხელმისაწვდომია სრული დაფინანსების შესაძლებლობა. დაფინანსების ძირითადი წყაროებია იაპონიის მთავრობის სტიპენდია (MEXT) და აზიის განვითარების ბანკისა და იაპონიის ერთობლივი სასტიპენდიო პროგრამა (ADB-JSP). სტიპენდია, შესაბამისი პროგრამის პირობების მიხედვით, შესაძლოა მოიცავდეს ყოველთვიურ დახმარებას, განაცხადის, ჩარიცხვისა და სწავლის საფასურს, ასევე იაპონიაში გამგზავრებისა და სწავლის დასრულების შემდეგ სამშობლოში დაბრუნების საფასურს.
განაცხადის წარდგენამდე კანდიდატებმა ოფიციალურ ვებგვერდზე უნდა გადაამოწმონ განახლებული ინფორმაცია, ზუსტი ვადების, წარსადგენი დოკუმენტებისა და სასტიპენდიო პროგრამების მოთხოვნების შესახებ.
დეტალური ინფორმაცია აღნიშნული პროგრამების შესახებ იხილეთ დანართში.
დამატებითი ინფორმაცია საკონკურსო ვადებისა და განაცხადის წარდგენის ინსტრუქციის შესახებ ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: