საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია თურქმენეთში ვიზიტის ფარგლებში თურქმენეთის არქიტექტურისა და სამოქალაქო ინჟინერიის სახელმწიფო ინსტიტუტს, ნავთობისა და გაზის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და მაგთიმგულის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია.
ვიზიტის ფარგლებში მინისტრის მოადგილე უნივერსიტეტების ადმინისტრაციის წარმომადგენლებსაც შეხვდა.
შეხვედრებზე მხარეებმა უმაღლესი განათლების სფეროში არსებული გამოცდილება და მიმდინარე პროცესები განიხილეს. ასევე, იმსჯელეს საქართველოსა და თურქმენეთის საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უნივერსიტეტებს შორის აკადემიური და სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარებას, ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებასა და გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას.
