საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი და მოადგილე ბაია კვიციანი თელავში ახალი პროფესიული ჰაბის მშენებლობის პროცესს გაეცნენ.
პროფესიული ჰაბი კოლეჯ ,,პრესტიჟის” ტერიტორიაზე შენდება და აზიის განვითარების ბანკის (ADB) მხარდაჭერით, პროექტის – „თანამედროვე უნარების განვითარება უკეთესი დასაქმებისთვის“ ფარგლებში ხორციელდება.
ჰაბის მიზანია როგორც პროფესიული განათლებისა და უნარების განვითარების შესაძლებლობების გაძლიერება, ასევე რეგიონში თანამედროვე და შრომის ბაზრის მოთხოვნებზე მორგებული საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარება.
სამუშაოების მიმდინარეობას ასევე გაეცნენ კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე და ქალაქ თელავის მერი ვაჟა მაღრაძე.
