ამერიკის შეერთებული შტატების „ათასწლეულის გამოწვევის
კორპორაციამ“ (MCC) ეკონომიკური განვითარებისა და სიღარიბის დონის შემცირების
ხელშეწყობის მიზნით, 2011 წლის დეკემბერში საქართველო შეარჩია MCC-ის მეორე
ხუთწლიანი კომპაქტის უფლებამოსილ ქვეყნად.
კომპაქტის შემუშავების პროცესის წინასწარი მოლაპარაკებების პერიოდში
საქართველოს მთავრობამ (1) მთავარ პრიორიტეტად მიიჩნია ადამიანური კაპიტალის
ხარისხის გაუმჯობესება, განსაკუთრებით კი - კვალიფიციური ტექნიკური
სპეციალისტებისა და პროფესიონალების დეფიციტის, როგორც ქვეყნის უწყვეტი
განვითარების ძირითადი ხელშემშლელი პირობის აღმოფხვრა ეკონომიკურ სექტორებში.
აღნიშნული მიზნის მისაღწევად, საქართველოს მთავრობამ
წარმოადგინა (2) კომპაქტის განხორციელების დეტალური პროგრამა, რომლის ერთ-ერთ
კომპონენტს წარმოადგენს პროფესიული განათლების (TVET) განვითარების ხელშეწყობა.
დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ თანდართული ფაილები ქართულ და
ინგლისურ ენებზე.