საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო „სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამის“ ფარგლებში აცხადებსს კონკურსს უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე, სწავლის დაფინანსების მოსაპოვებლად.
„სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამის“ ფარგლებში, ღია კონკურსის საფუძველზე სტუდენტებს საშუალება ეძლევათ, სახელწიფოს დახმარებით ისწავლონ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე მსოფლიოს წამყვან საგანმანათლებლო დაწესებულებებში.
„სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამის“ ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
ა) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან, რომელიც შედის მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების სარეიტინგო სიაში ჩამონათვალი იხ.;
ბ) კოლეჯიდან, რომელიც შედის მსოფლიოს საუკეთესო კოლეჯების სარეიტინგო სიაში ჩამონათვალი იხ.
სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მოთხოვნით სამინისტროს შეუძლია მიმართოს პირმა, რომელსაც:
სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის დაფინანსების მსურველებმა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებგვერდზე (www.mes.gov.ge) უნდა გაიარონ რეგისტრაცია და შეავსონ ელექტრონული სააპლიკაციო ფორმა. სააპლიკაციო ფორმაში შესავსები ინფორმაცია:
რეგისტრაცია და სააპლიკაციო ფორმის შევსება წარმოებს 2013 წლის 2 დეკემბრიდან 2014 წლის 28 თებერვლის ჩათვლით.
სადოქტორო პროგრამა
სადოქტორო პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მოთხოვნით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შეუძლია მომართოს პირმა, რომელიც:
სადოქტორო პროგრამაზე განაცხადის გაკეთების შემთხვევაში, კანდიდატი უზრუნველოყოფს საბუთების შემოტანას განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში. სწავლის დაფინანსების მოპოვების მსურველებმა სამინისტროში უნდა წარმოადგინონ:
კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად: 1. განაცხადების შერჩევა 2. ზეპირი გასაუბრება.
პირველ ეტაპზე შერჩეული აპლიკანტები გაივლიან გასაუბრებას. აღნიშნული გასაუბრების თაობაზე აპლიკანტებს ეცნობებათ ელექტრონული მისამართის და/ან სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებით.
საკონტაქტო ინფორმაცია
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
სამაგისტრო პროგრამა
ტელ: 231 89 40 (1134)
სადოქტორო პროგრამა
ტელ: 231 89 40 (1140)
ელ-ფოსტა: grantsinfo@mes.gov.ge.