
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტრო უწყვეტი განათლების უზრუნველყოფის მიზნით,
სასჯელაღსრულების სისტემაში საგანმანათლებლო პროგრამას ახორციელებს. პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე წლის აპრილში საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სასჯელაღსრულების, პრობაციისა და
იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს შორის
მემორანდუმი გაფორმდა, მემორანდუმის ფარგლებში, წელს პირველად, როგორც
არასრულწლოვან ისე სრულწლოვან მსჯავრდებულებს საშუალება აქვთ საატესტატო გამოცდები
სასჯელაღსრულების დაწესებულების გარეთ, თბილისის 123-ე საჯარო სკოლაში ჩააბარონ,
სადაც მათ ყველა პირობა აქვთ შექმნილი სრულად გამოამჟღავნონ ცოდნა.
დამამთავრებელ გამოცდებში მონაწილეობას წელს რვა მსჯავრდებული მოსწავლე იღებს, აქედან
ორი წინასწარ პატიმრობაში მყოფი
მსჯავრდებულია.
მემორანდუმის გაფორმებამდე, მსჯავრდებულების
გამოცდებზე დასწრების საკითხი
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს კეთილ
ნებაზე იყო დამოკიდებული, რაც გასულ წლებში მსჯავრდებულებს პრობლემას უქმნიდა.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მიმდინარე წელს, განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროს შუამდგომლობას
სასჯელაღსრულების დეპარტამენტი დაუყოვნებლივ, შესაბამისი რეაგირებით გამოეხმაურა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროს მიერ ინიცირებული პროგრამის ფარგლებში დღეს, ყველა მსჯავრდებულს, ვისაც სწავლის სურვილი
აქვს, უზრუნველყოფილია შესაბამისი პირობებით. ეს არის უწყებათაშორის ეფექტიანი თანამშრომლობის
შედეგი.