საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამნისტროში პროგრამა „ცოდნის კარის“ ფარგელებში 2013 წლის 2 დეკემბრიდან
2014 წლის 28
თებერვლის ჩათვლით გამოცხადდა
კონკურსი უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებების სახელოვნებო და შემოქმედებით საგანმანათლებლო
პროგრამაზე 2014-2015 სასწავლო წლისათვის სწავლის დაფინანსების მსურველთათვის :
ა) უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო
დაწესებულებების სახელოვნებო და შემოქმედებითი მიმართულების ბაკალავრიატის საგანმანათლებლო
პროგრამაზე სწავლის დაფინანსების მოთხოვნით მომართვა შეუძლიათ ყველა იმ პირს, რომელიც არის:
- საქართველოს მოქალაქე, პირადობის ნეიტრალური მოწმობისა ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელი;
- გამოირჩევა მაღალი აკადემიური მოსწრებით;
- არის სხვადასხვა საერთაშორისო თუ ეროვნული სასწავლო ღონისძიებებისა თუ კონკურსების გამარჯვებული;
- ჩაბარებული
აქვს უცხო
ქვეყნის საგანმანათლებლო
დაწესებულების
სახელოვნებო და შემოქმედებითი მიმართულების ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე.
მონაწილეობის მსურველებმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში უნდა წარმოადგინონ:
- განცხადება (განცხადება უნდა
შეიცავდეს საკონკურსო პროგრამის სახელწოდებას. ასევე ინფორმაციას განმცხადებლის
ოჯახის წევრების სამსახურეობრივი მდგომარეობის შესახებ,
მოთხოვნილი თანხის ოდენობის შესახებ );
- პირადობის მოწმობის
/პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის ასლი;
- cv;
- ატესტატის ასლი და შეფასების ფურცელი (საბაკალავრო საგანმანათლებლო
პროგრამაზე დაფინანსების მსურველებს საბუთების
წარმოდგენის დროისთვის ატესტატის
არქონის შემთხვევაში, უნდა წარმოადგინონ ცნობა სკოლიდან სასწავლო კურსის სრულად
დასრულების შესახებ. ასეთის არ არსებობის შემთხვევაში ბოლო სამი კლასის შეფასების
ფურცელი).
- ორი სარეკომენდაციო
წერილი;
- სამოტივაციო წერილი;
- სერტიფიკატების, დიპლომების და სხვა შემოქმედებითი აქტივობისა და წარმატებების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები.
- მოთხოვნილი თანხის ოდენობა და დანიშნულება, გაცემული საგანმანათლებლო დაწესებულების
მიერ (ხარჯთაღრიცხვა ნოტარიალურად დამოწმებული თარგმანით); საცხოვრებელი ხარჯების მოთხოვნის შემთხვევაში,
ბინადქირავნობის ხელშეკრულება
(ნოტარიალურად დამოწმებული თარგმანით);
- უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის
შესახებ წერილი (ნოტარიალურად დამოწმებული
თარგმანით);
- მხოლოდ სამუსიკო სახელოვნებო
დარგებისთვის: სკოლისგარეშე სახელოვნებო სასწავლებლის დამთავრების დამადასტურებელი
მოწმობა (აკადემიური სიმღერის და სადირიჟორო მიმართულების გარდა).
უპირატესობა
მიენიჭებათ კანდიდატებს, რომლებიც:
- გამოირჩევიან შემოქმედებითი საქმიანობის მაღალი აქტივობით;
- არიან
სხვადასხვა საერთაშორისო თუ ეროვნული სახელოვნებო ღონისძიებებისა თუ
კონკურსების გამარჯვებულები;
- ჩაბარებული აქვთ
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს „განსაკუთრებული
ნიჭით დაჯილდოებული სტუდენტებისა და ხელოვნების სფეროში მოღვაწე ახალგაზრდა
სპეციალისტებისათვის გრანტის მინიჭების საკითხების განმხილველი კომისიის“ მიერ პრიორიტეტულად
გამოცხადებულ უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებაში. იხ. ჩამონათვალი
ბ)
უცხო ქვეყნის
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებების სახელოვნებო და შემოქმედებითი მიმართულების სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის დაფინანსების მოთხოვნით მომართვა შეუძლია ყველა
იმ
პირს,
რომელიც
არის:
- საქართველოს მოქალაქე, პირადობის ნეიტრალური მოწმობისა ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელი;
- მოპოვებული აქვს ბაკალავრის აკადემიური ხარისხი;
- ჩარიცხულია უცხოეთის შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულების
სამაგისტრო
პროგრამაზე;
- ასაკი არ აღემატება
35 წელს;
- გამოირჩევა მაღალი აკადემიური მოსწრებით
მონაწილეობის მსურველებმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში უნდა წარმოადგინონ:
- განცხადება (განცხადება უნდა
შეიცავდეს საკონკურსო პროგრამის სახელწოდებას. ასევე ინფორმაციას განმცხადებლის პირადი მონაცემების, განათლების, სამუშაო გამოცდილების,
მოთხოვნილი თანხის ოდენობის შესახებ);
- პირადობის მოწმობის
/პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის ასლი;
- რეზიუმე;
- დიპლომებისა და სერტიფიკატების ასლები;
- ორი პროფესიული სარეკომენდაციო წერილი;
- სამოტივაციო წერილი;
- მოთხოვნილი თანხის ოდენობა და დანიშნულება, გაცემული საგანმანათლებლო დაწესებულების
მიერ (ხარჯთაღრიცხვა ნოტარიალურად დამოწმებული თარგმანით); საცხოვრებელი ხარჯების მოთხოვნის შემთხვევაში,
ბინადქირავნობის ხელშეკრულება
(ნოტარიალურად დამოწმებული თარგმანით) .
- უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის
შესახებ წერილი (ნოტარიალურად დამოწმებული
თარგმანით) .
უპირატესობა
მიენიჭებათ კანდიდატებს, რომლებიც:
- გამოირჩევიან შემოქმედებითი საქმიანობის მაღალი აქტივობით;
- არიან
სხვადასხვა საერთაშორისო თუ ეროვნული სახელოვნებო ღონისძიებებისა თუ
კონკურსების გამარჯვებულები;
- ჩაბარებული აქვთ
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს „განსაკუთრებული
ნიჭით დაჯილდოებული სტუდენტებისა და ხელოვნების სფეროში მოღვაწე ახალგაზრდა
სპეციალისტებისათვის გრანტის მინიჭების საკითხების განმხილველი კომისიის“ მიერ პრიორიტეტულად
გამოცხადებულ უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებაში. იხ. ჩამონათვალი.
უცხო ქვეყნის
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სახელოვნებო და შემოქმედებითი მიმართულების
დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის დაფინანსების მოთხოვნით მომართვა შეუძლია ყველა
იმ
პირს,
რომელიც
არის
- საქართველოს
მოქალაქე,
პირადობის
ნეიტრალური
მოწმობისა
ან
ნეიტრალური
სამგზავრო
დოკუმენტის
მფლობელი;
- მოპოვებული
აქვს
ბაკალავრის
აკადემიური
ხარისხი;
- ჩარიცხულია
უცხოეთის
შესაბამისი
უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულების
სადოქტორო
პროგრამაზე;
- გამოირჩევა
მაღალი
აკადემიური
მოსწრებით
მონაწილეობის
მსურველებმა საქართველოს
განათლებისა და
მეცნიერების სამინისტროში უნდა
წარმოადგინონ:
- განცხადება
(განცხადება უნდა
შეიცავდეს საკონკურსო
პროგრამის სახელწოდებას.
ასევე ინფორმაციას
განმცხადებლის პირადი მონაცემების, განათლების,
სამუშაო გამოცდილების, მოთხოვნილი თანხის ოდენობის შესახებ);
- პირადობის
მოწმობის /პირადობის
ნეიტრალური მოწმობის
ან/და ნეიტრალური
სამგზავრო დოკუმენტის
ასლი;
- CV;
- დიპლომებისა და სერტიფიკატების ასლები;
- ცნობა
სამუშაო ადგილიდან;
- აკადემიური და პროფესიული რეკომენდაციები;
- სამოტივაციო
წერილი;
- მოთხოვნილი თანხის ოდენობა და დანიშნულება, გაცემული საგანმანათლებლო დაწესებულების
მიერ (ხარჯთაღრიცხვა ნოტარიალურად დამოწმებული თარგმანით); საცხოვრებელი
ხარჯების მოთხოვნის შემთხვევაში, ბინადქირავნობის ხელშეკრულება
(ნოტარიალურად დამოწმებული თარგმანით).
- უცხო ქვეყნის
უმაღლეს საგანმანათლებლო
დაწესებულებაში
ჩარიცხვის შესახებ წერილი (ნოტარიალურად დამოწმებული
თარგმანით).
- ცნობა მინიმუმ 50%-ის დაფინანსების შესახებ.
უპირატესობა
მიენიჭებათ კანდიდატებს, რომლებიც:
- გამოირჩევიან შემოქმედებითი საქმიანობის მაღალი აქტივობით;
- არიან
სხვადასხვა საერთაშორისო თუ ეროვნული სახელოვნებო ღონისძიებებისა თუ
კონკურსების გამარჯვებულები;
- ჩაბარებული აქვთ
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს „განსაკუთრებული
ნიჭით დაჯილდოებული სტუდენტებისა და ხელოვნების სფეროში მოღვაწე ახალგაზრდა
სპეციალისტებისათვის გრანტის მინიჭების საკითხების განმხილველი კომისიის“ მიერ პრიორიტეტულად
გამოცხადებულ უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებაში. იხ. ჩამონათვალი.
კონკურსის ჩატარდება
ორ ეტაპად: 1. განაცხადების შერჩევა 2. ზეპირი გასაუბრება. განცხადებით
მოთხოვნის
შემთხვევაში,
ასევე
იწარმოებს
ზეპირი
დისტანციური
გასაუბრება.
შენიშვნა* - მაგისტრატურისა
და დოქტორანტურის საგანმამათლებლო პროგრამებზე დაფინანსების მსურველებს, წინა საფეხურის
დიპლომის არქონის შემთხვევაში უნდა წარმოადგინონ
ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭიების შესახებ, ხელშეკრულების გაფორმების მომენტისათვის დიპლომის
ასლის წარმოდგენის პირობით.
სახელოვნებო
მიმართულებით ახალგაზრდა
სპეციალისტებისათვის კვალიფიკაციის ასამაღლებელი „ახალგაზრდების
წახალისების პროგრამის“ ფარგლებში დაფინანსების მოსაპოვებლად
მოთხოვნით მომართვა შეუძლია ყველა იმ პირს, რომელიც არის:
- საქართველოს მოქალაქე, პირადობის
ნეიტრალური მოწმობისა ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელი;
- მოპოვებული აქვს
ბაკალავრის აკადემიური ხარისხი;
- გამოირჩევა შემოქმედებითი საქმიანობის მაღალი აქტივობით;
„ახალგაზრდების წახალისების პროგრამის“ ფარგლებში კონკურსში
მონაწილეობის მსურველებმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროებში უნდა წარმოადგინონ:
- განცხადება (განცხადება უნდა
შეიცავდეს საკონკურსო პროგრამის სახელწოდებას. ასევე ინფორმაციას განმცხადებლის პირადი მონაცემების, განათლების, სამუშაო გამოცდილების,
მოთხოვნილი თანხის ოდენობის შესახებ);
- პირადობის მოწმობის
/პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის ასლი;
- CV;
- პორტფოლიო (ნამუშევრები, საშემსრულებლო პრაქტიკა, პროექტები და ა.შ.)
- დიპლომებისა და სერტიფიკატების ასლები;
- ორი პროფესიული სარეკომენდაციო წერილი;
- სამოტივაციო წერილი;
- მოთხოვნილი თანხის ოდენობა და დანიშნულება (ხარჯთაღრიცხვა ნოტარიალურად დამოწმებული თარგმანით);.
- უცხო ქვეყნის პროფესიული
კვალიფიკაციის ასამაღლებელ პროგრამაზე, მიწვევის/ჩარიცხვის შესახებ წერილი
(ნოტარიალურად დამოწმებული თარგმანით).