პროგრამის მიზანია განათლების სისტემის დეცენტრალიზაციის მიმდინარე პროცესის ხელშეწყობა.
პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია საჯარო სკოლების დირექტორებისათვის და სამეურვეო საბჭოების წევრებისათვის გზამკვლევის შექმნა.
მოსალოდნელი შედეგი
საქართველოს საჯარო სკოლების დირექტორთა და სამეურვეო საბჭოების წარმომადგენელთა კომპეტენციების გაზრდა სკოლის მართვის, პროექტების დაგეგმვის/მართვის, მონიტორინგის/შეფასების სფეროში. მათი ინფორმაციული დონის ამაღლება კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების შესახებ, საჯარო სკოლებისათვის ხელის შეწყობა დამატებითი დაფინანსების მოპოვებისა და სკოლის საქმიანობის სწორედ წარმართვის საკითხში.
გზამკვლევები უნდა გახდეს დირექტორებისა და სამეურვეო საბჭოების სამაგიდო წიგნი, დაეხმაროს მათ სკოლის მართვასა და სტრატეგიულ განვითარებაში, პროექტების დაგეგმვასა და მართვაში, სამართლებრივი, ფინანსური საკითხების მოგვარებაში, გამოცდების, ექსტერნატის, დამატებითი დაფინანსების მოპოვების, სკოლისთვის სხვა აქტუალური საკითხების მოგვარებასა და კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებების სრულყოფილად შესრულებაში.