განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი წყნეთის ბავშვთა სახლის განახლებული ბიბლიოთეკის გახსნას დაესწრო. ბიბლიოთეკა ”ბი-ემ-კეი”-ჯგუფმა გაარემონტა და სახელმძღვანელოებით აღჭურვა. პროექტი ”სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდის” მხარდაჭერით განხორციელდა. ”ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვმა წიგთან მეგობრობა ბავშვობიდანვე ისწავლოს და ორმაგად მნიშვნელოვანია როდესაც ეს ხდება ბავშვთა სახლში” - აღნიშნა დიმიტრი შაშკინმა.