საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა სამუშაო ჯგუფთან პირველი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც მინისტრი თამარ სანიკიძე და მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე ესწრებოდნენ.
სამუშაო შეხვედრაზე ყველა იმ საკითხზე იმსჯელეს, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია უნივერსიტეტის ცხოვრებაში და რაც, ხელს შეუწყობს სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას. საუბარი ეხება როგორც საგანმანათლებლო, ინფრასტრუქტურულ ასევე, ადმინისტრაციულ და ფინანსურ საკითხებს. შეხვედრაზე გადაწყდა, რომ პრობლემების გამოსწორების მიზნით, შემუშავდება ერთობლივი სამოქმედო გეგმა და დაიწყება ინტენსიური სამუშაოები მათ აღმოსაფხვრელად.