სამუშაო შეხვედრაზე ამჯერად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სპორტის სხვადასხვა სახეობის განვითარების ხელშეწყობასა და სპორტულ ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ იმსჯელეს. შეხვედრაზე გადაწყდა, რომ პრობლემების მოწესრიგების მიზნით, შემუშავდება ერთობლივი სამოქმედო გეგმა და განხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები მათ აღმოსაფხვრელად.
სტუდენტებთან შეხვედრები და იმ საკითხებზე მსჯელობა, რაც აუცილებელ განხილვას ითხოვს, მომავალშიც გაგრძელდება.