საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მონაწილეობა მიიღო სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ დასაქმების ფორუმში.
ადამიანური რესურსების მართვის სამმართველომ, უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტთან ერთად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, წარადგინა თსუ - ში გამართულ დასაქმების ფორუმში, როგორც ერთ-ერთი დამსაქმებელი საჯარო სექტორიდან.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენელი, სამინისტროში დასაქმების მსურველ სტუდენტებს დეტალურად აცნობდა სამინისტროში დასაქმებისა და სტაჟირების წესებსა და პირობებს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად, დასაქმების ფორუმში მონაწილეობა მიიღეს სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა: განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურმა. სამინისტროს სსიპ-ების წარმომადგენლები ამომწურავ ინფორმაციას აწვდიდნენ დაინტერესებულ სტუდენტებს დასაქმებისა და სტაჟირების შესახებ.
სამინისტრო მადლობას უხდის სტუდენტებს აქტიურობისა და დაინტერესებისათვის.