ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) მიზანია სამინისტროს გამართულად ფუნქციონირებისა და მინისტრის უფლებამოსილებების განხორციელებაში ხელშეწყობა.
ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) საქმიანობა ძირითადად მოიცავს სამინისტროს საქმისწარმოების უზრუნველყოფას, კვლევებისა და შეფასებების მიმართულებით მუშაობას, სტრატეგიული დაგეგმვისა და ანალიზის განხორციელებას.
ადმინისტრაციის (დეპარტამენტი), კომპეტენციის ფარგლებში, აწესრიგებს სამინისტროში დოკუმენტბრუნვის პროცესს, უზრუნველყოფს საქმისწარმოების ერთიანი წესების დამკვიდრებას, მინისტრის ბრძანებების, ხელშეკრულებებისა და მემორანდუმების რეესტრის წარმოებას, საიდუმლო საქმისწარმოების განხორციელებას, დასრულებული დოკუმენტაციის სისტემატიზაციას და დაარქივებას, სამინისტროს საშვთა ბიუროს მუშაობას; ახორციელებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი ზოგიერთი დაწესებულების მიერ განსახორციელებელი განათლების კვლევებისა და შეფასებების მოკლე და გრძელვადიანი გეგმების განხილვას, შეთანხმებასა და შეფასებას, სამინისტროს პოლიტიკიდან და სტრატეგიიდან გამომდინარე და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადებას; კოორდინაციას უწევს სამინისტროს სტრატეგიული გეგმისა და საქმიანობის გეგმის შემუშავების პროცესს, უზრუნველყოფს სამინისტროს სისტემაში შემავალი ზოგიერთი დაწესებულების სტრატეგიული განვითარების გეგმის (სამოქმედო გეგმების ჩათვლით) შემუშავების კოორდინაციას.
ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) აერთიანებს შემდეგ 3 სამმართველოს:
თითოეულ სამმართველოს გააჩნია საკუთარი საქმიანობის სფერო, რომელთა მიზანია, უზრუნველყონ ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) კომპეტენციათა სრულყოფილად განხორციელება.