საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროგრამების დეპარტამენტის მიზანია, კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროსა და შესაბამის უწყებებს შორის საერთაშორისო ურთიერთობების დამყარება, თანამშრომლობის პოლიტიკის შემუშავება და წარმართვის ხელშეწყობა.
სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროგრამების დეპარტამენტი მონაწილეობას იღებს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, შეთანხმებებისა და მემორანდუმების შემუშავების პროცესში, კოორდინაციას უწევს მათ შესრულებას, ხელს უწყობს საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ და ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესს. თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან და მათ წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით, შეიმუშავებს წინადადებებს, წარუდგენს მინისტრს და ამზადებს ანგარიშებს მისი შესრულების შესახებ.
დეპარტამენტის ამოცანათა ფარგლებში, ხელს უწყობს, უცხო ქვეყნის მოქალაქეთა სწავლას საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.
საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროგრამების დეპარტამენტი სამ სამმართველოს მოიცავს: