
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროს მხარდაჭერით საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი მზიური საქართველოს ტექნიკურ
უნივერსიტეტთან და მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლესთან ერთად ატარებს მათემატიკურ კონკურსს - „იმედი ხვალის-2018“
კონკურსის მიზანი: მათემატიკური ნიჭით დაჯილდოებული ბავშვების გამოვლენა
ადრეულ ასაკში.
მონაწილეები: თბილისის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების III-VI
კლასების მოსწავლეები.
კონკურსში მონაწილეობა უფასოა.
გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან სიგელებით, პირველი,
მეორე და მესამე ხარისხის დიპლომებით და ფასიანი საჩუქრებით.
ჩატარების წესები:
- მონაწილეები ორ ასაკობრივ ჯგუფად იყოფიან: „უფროსი ასაკი“
– V და VI კლასები, „უმცროსი ასაკი“ – III და IV კლასები.
- შეჯიბრება ტარდება ორ ტურად. მეორე ტურში მონაწილეობენ
პირველ ტურში გამარჯვებულები.
- ორივე ტურში მონაწილეს ეძლევა 5 ამოცანა და დრო 2 საათი.
- ამოცანებისა და ამოხსნების შეფასების ნიმუშებად გამოდგება
მზიურის მათემატიკური ინტერნეტშეჯიბრისა და კონკურსი “იმედი ხვალის” ამოცანები. ინტერნეტშეჯიბრისა
და კონკურსის ვებმისამართებია http://concurs.mziuri.ge და http://imedi.mziuri.ge
- ინტერნეტშეჯიბრი კონკურსისათვის მოსამზადებელი ერთგვარი
„დაუსწრებელი სკოლაა“, 2006 წლიდან ტარდება და მის ვებგვერდზე მუდმივად ჩანს უკანასკნელი
გავლილი 8-12 ტურის ანგარიში (მონაწილეთა შედეგები და ამოცანები ამოხსნებით).
ჩატარების თარიღი: პირველი ტური
– 3 ივნისი. მეორე ტურისა და დაჯილდოების ცერემონიის თარიღებს გაცნობებთ პირველი ტურის
შემდეგ.
რეგისტრაციის
ვადა: რეგისტრაცია დაწყებულია და მთავრდება 2 ივნისის 15 საათზე.
კონკურსში მონაწილეობისათვის აუცილებელია რეგისტრაცია.
რეგისტრაციისას მონაწილეები დააზუსტებენ ჩატარების ადგილსა და დროს.
რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ინდივიდუალურად, ასევე
ჯგუფურად – სკოლების მიერ თანდართული ფორმის მიხედვით (ფურცელზე
ან ელექტრონულად).
სასურველია სკოლებში გამოიყოს საკონტაქტო
პიროვნება კონკურსის ორგანიზატორებთან კოორდინაციისათვის.
რეგისტრაციისა და დაწვრილებითი ცნობებისათვის დაგვირეკეთ
ან მოგვმართეთ მისამართზე: თბილისი, თამარ მეფის გამზირი 14, მესამე სართული.
ტელეფონები: 295-45-75, 291-03-17, 229-48-61,
599-50-93-56.
ელფოსტა: info@mziuri.ge; ვებმისამართი: www.mziuri.ge