თბილისის ტექნოლოგიურ ცენტრში საერთაშორისო კონფერენცია „ხელშემწყობი გარემოს შექმნა მდგრადი საწარმოებისათვის“ გაიმართა. ღონისძიება ბიზნეს გაერთიანება „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციისა“ და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) ორგანიზებით ჩატარდა. კონფერენცია ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა გახსნა, ღონისძიებას ასევე დაესწრნენ განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და ბიზნეს-ომბუდსმენი გიორგი გახარია.
ენა აძლიერებს სახელმწიფოს და სახელმწიფო აძლიერებს ენას − ეს ცნობილი ფრაზაა, რომლის დასტურია საქართველოს სახელმწიფოს ზრუნვა მისი მთავარი ძალის − ქართული ენის − განვითარებისთვის. ქართული ენის ფუნქციონირებას საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში არეგულირებს საქართველოს კანონმდებლობა (კონსტიტუცია, პარლამენტის რეგლამენტი, კოდექსები, კანონები, ბრძანებულებები, დადგენილებები, ბრძანებები).
მსურველთა რეგისტრაცია მიმდინარეობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სატელევიზიო სასწავლო ცენტრში მე-4 საფეხურის ხუთ აკრედიტებულ პროფესიულ პროგრამაზე: ფოტოგრაფია; მონტაჟის რეჟისორი (მემონტაჟე, აუდიო-ვიზუალური გამოსახულების სპეციალისტი); კინოტელერეჟისორი; საინფორმაციო პროგრამის ოპერატორი - მემონტაჟე (საოპერატორო ხელოვნება); ტელერადიორეპორტიორი (ჟურნალისტიკა).