საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ საგანგებო განცხადება გააკეთა და იმ შეღავათებზე ისაუბრა, რომელიც 2015 წლის 13 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ სტუდენტებსა და მოსწავლეებს შეეხებათ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ვლადიმერ პაპავამ 13 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად განადგურებული თსუ-ს ჰიდრომეტეოროლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორიის ტერიტორია დაათვალიერეს.
საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე სასტუმროში „444“ დაბინავებულ, სტიქიის შედეგად დაზარალებულ
ოჯახებს შეხვდა და მათი საჭიროებები მოისმინა. მინისტრმა მათ პროფესიული სტუდენტების
მიერ დამზადებულ საკვები პროდუქტები გადასცა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრი თამარ სანიკიძე და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი
მაია მიმინოშვილი დღეს, თბილისის 55-ე საჯარო სკოლში საატესტატო გამოცდების
პრეტესტის მიმდინარეობის პროცესს გაეცნენ. მე -11 კლასელებისათვის პრეტესტი 16
ივნისს, ხოლო გამოცდა 17 ივნისს ტარდება. სტიქიის შედეგად დაზარალებული ,,მომავლის
სკოლის“ მე-11 კლასელები პრეტესტს და
გამოცდებს თბილისის 55-ე საჯარო სკოლაში აბარებენ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე მდინარე ვერეს ხეობაში მდებარე „მომავლის სკოლაში“ მივიდა, პირადად გაეცნო იმ ზარალს, რაც სტიქიის შედეგად სკოლამ განიცადა და ის პრობლემები მოისმინა, რაც პირველ რიგშია მოსაგვარებელი. ამ პრობლემებს შორისაა ამ სკოლის მოსწავლეთა საატესტატო გამოცდები. მინისტრის გადაწყვეტილებით, მომავლის სკოლის მე-11 კლასელები პრეტესტს და საატესტატო გამოცდებს თბილისის 55-ე საჯარო სკოლაში ჩააბარებენ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით,
მე-11 კლასელების დამამთავრებელი
გამოცდების პრეტესტი
მთელს საქართველოში
ხვალ, 16 ივნისს ჩატარდება. შესაბამისად, გამოცდები დაიწყება
ზეგ, 17 ივნისს 09:00 საათიდან. სკოლები იხელმძღვანელებენ იმ განრიგით, რომელიც ჰქონდათ
შემუშავებული. გამოცდები მხოლოდ ერთი დღით
გადაიწევს, რის გამოც მოხდება სარეზერვო დღის (შაბათის) გამოყენება.
საქართველოს განათლებისა
და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, სტიქიის
შედეგად დაზარალებული
ოჯახებისთვის, განსაკუთრებით
კი ბავშვებისთვის
სამინისტროს ფსიქოლოგიური
ცენტრი სრული დატვირთვით, საგანგებო რეჟიმში იმუშავებს.
საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, ამ წუთებში, მინისტრის თამარ სანიკიძისა
და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მაია მიმინოშვილის მონაწილეობით,
შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრაზე
უნდა გადაწყდეს თუ, როდის იქნება შესაძლებელი მე-11
კლასელების დამამთავრებელი
გამოცდების ჩატარება თბილისისა და იმ მიმდებარე სოფლების სკოლებში, რომლებიც სტიქიისაგან დაზარალდა.
ხვალ, 15 ივნისს, მე-11 კლასის დამამთავრებელი გამოცდის აპრობაცია (პრეტესტი) თბილისში არ ჩატარდება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი სპეციალური სამუშაო ჯგუფი აგრძელებს ელექტროენერგიის აღდგენით სამუშაოებზე ინფორმაციის მიღებას და ზუსტდება სკოლებთან მისასვლელ გზებთან დაკავშირებული მონაცემებიც.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი და მინისტრის მოადგილეები დღეს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებს, აჭარის რეგიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელებსა და სკოლის დირექტორებს შეხვდნენ შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ახალი სქემა, ასევე განიხილეს უმაღლესი განათლების საუნივერსიტეტო პროგრამა, რომელიც აუცილებელია კვალიფიციური პედაგოგის მისაღებად და იმსჯელეს იმაზე, თუ როგორ უნდა შემოვიდეს ახალი კადრი პროფესიაში ახალი საკანონდებლო ცვლილებების თანახმად.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და მინისტრის მოადგილეებმა მასწავლებლის პროფესიული განვითარების ახალი სქემა ამჯერად, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის რესურსცენტრების ხელმძღვანელებს, სკოლის დირექტორებსა და პროფესორ-მასწავლებლებს წარუდგინეს. შეხვედრაზე ასევე წარმოდგენილი იყო ახალი საუნივერსიტეტო პროგრამები, რომელიც ახალგაზრდების პედაგოგიური სფეროთი დაინტერესებას და მასწავლებლის პრესტიჟის ამაღლებას მოემსახურება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კონკურსში გამარჯვებულ დოქტორანტებს შეხვდა. დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების საგრანტო კონკურსს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი 2013 წლიდან ატარებს. კონკურსში გამარჯვებული დოქტორანტი სტუდენტები, პირველად საქართველოში, სახელმწიფო დაფინანსებას იღებენ.
თბილისის 147-ე საჯარო სკოლში საგანგებო სიტუაციების შტაბი შეიქმნა,
რომელსაც სკოლის დირექციასთან და პედაგოგებთან ერთად, სკოლის მანდატური
უხელმძღვანელებს. დღეს სკოლას შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის
სააგენტოს წარმომადგენლები ეწვივნენ და შტაბის წევრებთან ერთად,
პრაქტიკული სწავლება განახორციელეს თუ როგორ უნდა მოხდეს მოსწავლეების
უსაფრთხო ევაკუაცია საგანგებო სიტუაციების დროს (მაგ: ხანძარი,
მიწისძვრა). სწავლებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
თამარ სანიკიძე დაესწრო.
საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების
სამინისტრო განაგრძობს საჯარო სკოლის დირექტორის
შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპის - საჯარო
სკოლის სამეურვეო საბჭოებისათვის დირექტორობის კანდიდატების ასარჩევად წარდგენის მიზნით გასაუბრების პროცესს.