საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, თბილისის მერიისა და
საგამოფენო ცენტრ ექსპო-ჯორჯიას ორგანიზებით ”განათლების საერთაშორისო
გამოფენა 2012” იმართება. გამოფენა დღეს მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა
გახსნა. მიმდინარე წლის 23-26 თებერვალს საგამოფენო ცენტრის მე-11 პავილიონში
საქართველოს 81 საგანმანათლებლო დაწესებულება და 13 უცხოური უნივერსიტეტი,
კოლეჯი და უმაღლესი სკოლა თავის პროგრამებს წარმოადგენს და მათ ფართო
საზოგადოებას გააცნობს.