პროგრამა
,,ALUMNI’’-ის ფარგლებში 158-ე საჯარო სკოლას კურსდამთავრებულებმა 3444 ლარი შემოსწირეს.
აღნიშნული თანხით გარემონტდა სკოლის მე-3 სართული, შეიცვალა კარ-ფანჯარა, კეთილმოეწყო
სველი წერტილები, მოწესრიგდა კიბეები, გაკეთდა კომპიუტერული კლასი.
საქართველოს საჯარო სკოლებში დაწყებულ პროექტს ”ისწავლე და ასწავლე
საქართველოსთან ერთად” ტელეკომპანია ”ალჯაზირამ” სპეციალური სიუჟეტი
მიუძღვნა. ავტორმა უცხოელი პედაგოგების ჩამოყვანას ”ლინგვისტური
რევოლუცია” უწოდა
საპილოტე სკოლების პირველკლასელებისთვის
ინგლისური ენის შემსწავლელი სახელმძღვანელოები საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და
სასწავლო გეგმებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ნათია
ჯოხაძემ 53-ე სკოლის პირველ კლასელებს თავად გადასცეს.
თბილისის პროფესიული სწავლების ცენტრის ორმოცი კურსდამთავრებული ახლადგახსნილ საწარმო ,,სამკერვალო სახლში" დასაქმდა. სასწავლებლის წელიწადნახევრიანი სამკერვალო სწავლების კურსის დამთავრების შემდეგ კურსდამთავრებულებმა მკერავის პროფესიის დამადასტურებელი დიპლომები მიიღეს.
შავი ზღვის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის დაარსებასთან დაკავშირებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა კომენტარი გააკეთა: განათლება არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი ჩვენი ქვეყნისთვის.
საქართველოს
პრეზიდენტის ინიციატივით, სკოლებში ცეკვის გაკვეთილები შემოდის.
ახალი საგნის სწავლებასთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა
და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ
კოკა სეფერთელაძემ პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა.
გურჯაანის, ბოდბისა და კოხნარის
სკოლა-პანსიონებიდან 12 მოზარდი განვითარების შეფერხების მქონე
ბავშვებისთვის განკუთვნილ თბილისის მე-200 სპეციალურ სკოლა-პანსიონში
გადაიყვანეს. მოზარდები არასათანადო პირობებში ცხოვრობდნენ, სასწავლო
პროცესში სერიოზული სირთულეები არსებობდა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი,
აზერბაიჯანის
განათლების მინისტრი მისირ მარდანოვი და ქვემო ქართლის გუბერნატორი დავით
კირკიტაძე ქ. გარდაბნის №3 საჯარო სკოლას ეწვივნენ და მოსწავლეებს
სასწავლო
პროცესის განახლებულ გარემოში დაწყება მიულოცეს.
პრემიერ მინისტრმა ნიკა გილაურმა და განათლებისა
და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა თბილისის 161-ე საჯარო სკოლაში თანამედროვე
სტანდარტების შესაბამისი მორიგი სასკოლო სასადილო გახსნეს.
2010 წლის აპრილში იაპონელი და ქართველი
ფიზიკოსების თანამშრომლობის მიზნით, იაპონიის მაღალი ენერგიების
ამაჩქარებლის კვლევით ორგანიზაციას (”კეკ”-ი) და საქართველოს განათლებისა
და მეცნიერების სამინისტროს შორის ურთიერთგაგების
ჩარჩო-მემორანდუმი გაფორმდა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა, ამერიკის
შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში ჯონ ბასმა და შიდა ქართლის გუბერნატორმა
ზურაბ არსოშვილმა, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)
დაფინანსებით რეაბილიტირებული, სოფელ
ძევერას საჯარო სკოლა დაათვალიერეს და მოსწავლეებს გაესაუბრნენ.
საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ და
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გია
მამულაშვილმა მასწავლებლობის მაძიებელთა რეგისტრაციის დაწყების შესახებ ბრიფინგი
გამართეს.
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წლის დაიწყებისადმი
მიძღვნილ ღონისძიებას ბევრი საპატიო
სტუმარი დაესწრო, მათ შორის საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნოდარ სურგულაძე, მან სტუდენტებს
სწავლის დაწყება მიულოცა და მომავალი წარმატებები უსურვა.
,,ქართველ მეცნიერთა ფორუმის”
ფარგლებში, 20-21 სექტემბერს,
საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველ მეცნიერთა ორდღიანი პლენარული სესია გაიხსნა. სესიის
გახსნას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი
დაესწრო.