კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 16-17 წლის მოსწავლეებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან: აზერბაიჯანიდან, ბელორუსიდან, მოლდოვის რესპუბლიკიდან, საქართველოდან, სომხეთიდან და უკრაინიდან. ტესტირების შედეგების მიხედვით შეირჩევა ორმოცამდე საუკეთესო სტუდენტი, რომელიც მიიღებს სრულ სტიპენდიას საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB) სადიპლომო პროგრამაში მონაწილეობისთვის ევროპათმცოდნეობის მიმართულებით.
დაინტერესებულმა სტუდენტებმა უნდა წარადგინონ განაცხადები ვებგვერდის - www.eapeuropeanschool.eu საშუალებით 2021 წლის 26 თებერვლის 12:00 საათამდე. შერჩევის პროცესი მოიცავს წერილობით ტესტებსა და ინტერვიუებს წინასწარ შერჩეული კანდიდატებისთვის. 2021-2022 სასწავლო წლის გამარჯვებული სტიპენდიანტების შესახებ ინფორმაცია გამოცხადდება 2021 წლის მაისის ბოლოს.
სასტიპენდიო პროგრამასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია განთავსებულია ვებ-გვერდზე: www.eapeuropeanschool.eu
დაინტერესებულ პირებს შეკითხვების შემთხვევაში შეუძლიათ დაუკავშირდნენ შესაბამის სამსახურს: euscholarship@eapeuropeanschool.eu ; + 995 32 225 70 06.
დანართის სახით წარმოდგენილია: სასტიპენდიო პროგრამის შესახებ ინფორმაცია ქართულ და ინგლისურ ენებზე.