კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრი გადავიდა დისტანციური მომსახურების რეჟიმზე. საქართველოს ყველა საგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეებს, მათ მშობლებს, პედაგოგებსა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შესაძლებლობა აქვთ ფსიქოსოციალური მიმართულებით კონსულტაცია მიიღონ დისტანციურად, რისთვისაც ფუნქციონირებს 24 საათიანი ცხელი ხაზი 08 00 00 00 88.
ფსიქო-სოციალური მომსახურების მიღების მიზნით, ბენეფიციარების მიღება ხორციელდება ონლაინ პლატფორმების (არასრულწლოვნისა და მისი მშობლის/კანონიერი წარმომადგენლისათვის ნებისმიერი მისაღები პლატფორმის) გამოყენებით. 6-დან 13 წლამდე ასაკის ბავშვების მშობლებსა და 13 წლის ზემოთ ასაკის ბენეფიციარებს კვალიფიციური ფსიქოლოგების, სოციალური მუშაკებისა და ფსიქიატრების მიერ ონლაინ კონსულტაცია უტარდებათ. ხოლო იმ ბენეფიციარებისათვის მომსახურების გაწევა, რომლებსაც გადაუდებელი ან კრიზისული მდგომარეობა აქვთ პირისპირ მომსახურების რეჟიმში ხორციელდება ყველა რეკომენდაციების დაცვით.
განახლდა სკოლის გარე რესურსების (მომსახურებების) მობილიზაციის პროცესი. სამსახურის მიერ შექმნილ ელექტრონულ რუკაზე აღინიშნა პანდემიასთან დაკავშირებული და დისტანციური ყველა უფასო მომსახურება და შემეცნებითი პროექტი, რომლითაც ბავშვი შეძლებდა სარგებლობას.
განხორციელდა საპილოტე სკოლებში (მთელი საქართველოს მასშტაბით 11 საპილოტე სკოლა) პანდემიამდე დაგეგმილი ღონისძიებების მოდიფიკაცია. ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრი საჯარო სკოლების მოსწავლეების, მათი მშობლებისა და პედაგოგებისთვის დისტანციური აქტივობების განხორციელებას შეუდგა საპილოტე სკოლებში. მხარდაჭერა ხორციელდება სხვადასხვა ინტერნეტ-საკომუნიკაციო არხის გამოყენებით. საპილოტე სკოლებისათვის:
2020 წელს სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრში, გადმომისამართდა და/ან მომსახურების მიღების მიზნით ცენტრს თვითდინებით მიმართა 928 ბენეფიციარმა.
მანდატურის სამსახურის ბავშვთა მიმართ ძალადობის, მათ შორის ბულინგის პრევენციისა და ნივთიერებების ავადმოხმარების პრევენციის პროექტის ფარგლებში, 2020 წელს, სხვადასხვა ტიპის საინტერვენციო, საინფორმაციო, საგანმანათლებლო და შემეცნებით აქტივობებში ჩაერთო: 1071 - მასწავლებელი; 5924 - მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი; 15835 - მოსწავლე.