
პრაქტიკული გზამკვლევი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის
პრაქტიკული სახელმძღვანელო სკოლის ადმინისტრატორებისთვის
გადაცემები მომზადდა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, გაეროს ბავშვთა ფონდს (UNICEF), განათლების კოალიციასა და სსიპ – განათლების მართვის საინფორმაცი სისტემას შორის ურთიერთთანამშრომლობით. ტელეგადაცემები სთავაზობს სკოლამდელი ასაკის ბავშვების მშობლებს სატელევიზიო ფორმატში რეკომენდაციებსა და მრავალფეროვან აქტივობებს, რათა მათ ოჯახურ გარემოში განაგრძონ პატარების აღზრდა-განათლება. ტელეგადაცემები მორგებულია სკოლამდელი ასაკობრივი ჯგუფის თავისებურებებზე და ორიენტირებულია ბავშვების მრავალმხრივ განვითარებაზე.
2. ბაღები პანდემიის დროს - პრაქტიკული გზამკვლევი სკოლამდელი დაწესებულებებისათვის https://el.ge/articles/537769.
მომზადებული „World Vision საქართველოს“ მიერ. მისი მიზანია გააადვილოს ჯანდაცვის რეგულაციების მიხედვით საგანმანათლებლო პროცესის წარმართვა, ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციების დაცვა.
3. „ამბავი ნიკოზე და ვირუსზე“ - შემეცნებით-გასართობი რესურსი ქართულ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე 8 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.
4. „სტრესის მოხსნის სავარჯიშოები“.
თამაშები სტრესულ სიტუაციებში მყოფ ბავშვებთან მუშაობის გლობალური პროგრამის - „განკურნება და განათლება ხელოვნების საშუალებით“ (HEART)-ის ნაწილს წარმოადგენს და ძალიან ეფექტიანია, როგორც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის, ასევე მათი ტიპური განვითარების თანატოლებისთვის და მათი მშობლებისთვის.