სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოსაპოვებლად განაცხადები მიიღება მხოლოდ ონლაინ რეჟიმში ელექტრონულ პორტალზე: socreg.mes.gov.ge 2021 წლის 12 სექტემბრიდან - 30 სექტემბრის 18.00 საათამდე.
პორტალზე განაცხადს ვერ წარადგენს სტუდენტი, თუ არ მიეკუთვნება დადგენილებით განსაზღვრულ კატეგორიებს ან არ არის იმ წლის ეროვნული გამოცდებით ჩარიცხული, რომელიც მითითებული აქვს ყველა კატეგორიას.
სტუდენტმა უნდა გაიაროს რეგისტრაცია პორტალზე socreg.mes.gov.ge და შემდეგ გადადის განცხადების შევსებაზე. რეგისტრაციის გავლის შემდეგ, სტუდენტი მიიღებს მოკლე ტექსტურ შეტყობინებას, რომ გადავიდეს განცხადების შევსებაზე.
რეგისტრაციის გავლა არ ნიშნავს განაცხადის წარდგენას, რეგისტრაციის გავლის შემდეგ, კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, აუცილებელია გადახვიდეთ განაცხადის შევსებაზე.
დეტალური ინფორმაცია მითითებულია ინსტრუქციაში, რომელიც განთავსებულია სამინისტროს ვებგვერდზე, ქვედა მარცხენა კუთხეში პირველი ბანერი - სტუდენტთა დაფინანსება სოციალური პროგრამის ფარგლებში.
განაცხადს ავსებენ შემდეგი კატეგორიის სტუდენტები:
საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის ოპერაციებში ან სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობის განხორციელებისას გარდაცვლილი ან ამ მისიებში მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების შედეგად გარდაცვლილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურის შვილები;
საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის ოპერაციებში ან სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობის განხორციელების შედეგად მკვეთრად/მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები ან მათი შვილები.
დასაფინანსებელ სტუდენტთა რაოდენობა, მაღალმთიანი რეგიონების მიხედვით დამტკიცდება მას შემდეგ რაც დასრულდება განცხადებების წარდგენის ვადა და ცნობილი იქნება თითოეული რეგიონიდან ბენეფიციართა რაოდენობა. ადგილები, შემოსული განცხადებების რაოდენობის გათვალისწინებით, პროპორციულად გადანაწილდება თითოეულ რეგიონზე.
სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსებისთვის კონკურსში ვერ მიიღებენ მონაწილეობას სტუდენტები, რომლებმაც სწავლის უფლება მოიპოვეს ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მხოლოდ აზერბაიჯანულენოვანი ზოგადი უნარების, სომხურენოვანი ზოგადი უნარების, აფხაზური ენის ან ოსური ენის ტესტების საფუძველზე.
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 30 სექტემბრის 18 საათი. ამის შემდეგ ბაზა დაიხურება და სტუდენტი ვეღარ შეძლებს განცხადების ატვირთვას. სტუდენტს 30 სექტემბრის 18 საათამდე შეუძლია განცხადების შესწორება ან კატეგორიის დამატება, ღილაკზე „შესწორება“ დაჭერით.
სტუდენტმა განაცხადი უნდა წარადგინოს მხოლოდ ელექტრონულად.
ამ შემთხვევაში გამოდით პორტალიდან და სცადეთ თავიდან რამდენიმე წუთში. თუ მსგავსი შემთხვევა განმეორდება დაუკავშირდით სამინისტროს ცხელ ხაზს: 2 200 220
გადაამოწმეთ მითითებული მობილურის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი, თუ დარწმუნდით რომ სწორად გაქვთ მითითებული, მაგრამ პრობლემა არ გამოსწორებულა დაუკავშირდით სამინისტროს ცხელ ხაზს: 2 200 220
სტუდენტი თავის პერსონალურ გვერდზე შესვლისას, დაინახავს მწვანე წარწერას, რომ განცხადება გაგზავნილია.
ხარვეზის გამოსწორების ბოლო ვადაა 2022 წლის 28 ოქტომბრის 18.00 საათი.
საჭირო დოკუმენტების არასწორად ატვირთვის შესახებ, სტუდენტი მიიღებს მობილურ ტელეფონზე მოკლე ტექსტურ შეტყობინებას, რომ განცხადება დახარვეზებულია და დეტალური ინფორმაცია იხილოს თავის პერსონალურ გვერდზე. პერსონალურ გვერდზე დეტალურად იქნება მითითებული ხარვეზის გამოსწორების ბოლო ვადა (2022 წლის 28 ოქტომბრის 18.00 საათ) და ასევე, რა დოკუმენტი უნდა შეცვალოს ან ატვირთოს თავიდან.
რეგისტრაციისას მითითებულ ტელეფონის ნომერზე, სტუდენტი მიიღებს შემდეგი შინაარსის მესიჯს:
თქვენ მოიპოვეთ სახელმწიფო სასწავლო გრანტი სოციალური პროგრამის ფარგლებში;
ვერ მოიპოვეთ სახელმწიფო სასწავლო გრანტი სოციალური პროგრამის ფარგლებში.
რეგისტრაციის დროს მითითებული საკონტაქტო ტელეფონის ნომრის ან/და ელექტრონული ფოსტის მისამართის შეცვლის შემთხვევაში, განმცხადებელი ვალდებულია ინფორმაცია დაუყოვნებლივ აცნობოს სამინისტროს წერილობით ან დაუკავშირდეს სამინისტროს ცხელ ხაზს 2 200 220.
ბოლო სამი სასწავლო წელი აუცილებლად სრულად უნდა ესწავლათ მაღალმთიანი სტატუსის სოფლების და ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების სკოლებში
ბოლო სამ წელში იგულსხმება სასწავლო წელი მე-10, მე-11 და მე-12 კლასი (მე-10 კლასში სწავლის დაწყებიდან (სექტემბრიდან) მე-12 კლასის დასრულებამდე (ივნისის ჩათვლით).
სტუდენტს, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 2022 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, უნდა ჰქონდეს სარეიტინგო ქულა 70000 ან ნაკლები
სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტი გაიცემა ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების აბსოლუტური ქულით რანჟირებული სიის საფუძველზე (3 გამოცდაში მიღებული ქულების ჯამი, საგრანტო ქულით და არა საკონკურსო ქულით).
კონკურსის შემთხვევაში, სტუდენტები დაფინანსებას მოიპოვებენ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული საგრანტო ქულების მიხედვით, უმაღლესიდან უმდაბლესისკენ. დავუშვათ, ერთ-ერთ კატეგორიაში განცხადება შემოიტანა 500-მა სტუდენტმა და დადგენილებით განსაზღვრულია 100 დასაფინანსებელი ადგილი. 500 სტუდენტიდან დაფინანსებას მოიპოვებს მხოლოდ ის 100 სტუდენტი, რომლებსაც უფრო მაღალი საგრანტო ქულა ექნებათ.
დაფინანსების მოპოვება შეუძლია საქართველოს მოქალაქეს, რომელიც ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ჩაირიცხა ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, 2022 წლის 1 ნოემბრის მდგომარეობით აქვს აქტიური სტუდენტის სტატუსი და სწავლობს აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე
აუცილებელია სტუდენტს ჩაბარებული ჰქონდეს 2 სავალდებულო და ერთ-ერთი არჩევითი საგანი.
კონკურსში მონაწილეობისთვის, სახელოვნებო პროგრამებზე ჩარიცხულ სტუდენტებს, გარდა შემოქმედებითი ტურებისა, სავალდებულოა ჩაბარებული ჰქონდეთ 2 სავალდებულო და ერთ-ერთი არჩევითი საგანი.
სტუდენტთა დაფინანსების შესახებ ინფორმაცია ცნობილი იქნება დეკემბრის დასაწყისში.
სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსება გულისხმობს სახელმწიფო სასწავლო გრანტით სტუდენტის დაფინანსებას ბაკალავრიატში 4 წლით, დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამაზე 6 წლით, სტომატოლოგის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ და ვეტერინარის ინტეგრირებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე 5 წლით.
სახელმწიფო სასწავლო გრანტის მაქსიმალური ოდენობაა 2250 ლარი სასწავლო წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტის სწავლის საფასური აღემატება 2250 ლარს, სტუდენტი განსხვავებას ფარავს თავად. თუ სწავლის საფასური ნაკლებია 2250 ლარზე, სოციალური პროგრამის ფარგლებში მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტი უტოლდება სტუდენტის სწავლის საფასურს.
სტუდენტებს, რომლებსაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მოპოვებული აქვთ გრანტის ნაწილობრივი ოდენობა, შეუძლიათ კონკურსში მონაწილეობა, სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრულ ოდენობამდე (2250 ლარამდე) შევსების მიზნით.
სწავლების თითოეულ საფეხურზე სტუდენტზე გაიცემა მხოლოდ ერთი სახელმწიფო სასწავლო გრანტი. თუ სტუდენტს უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე უკვე ჰქონდა მოპოვებული და გამოყენებული სახელმწიფო სასწავლო გრანტი, სოციალური პროგრამის ფარგლებში გრანტს ვერ მოიპოვებს.
კონკურში მონაწილეობისთვის 2022 წლის 1 ნოემბერის მდგომარეობით, სტუდენტს უნდა ჰქონდეს აქტიური სტუდენტის სტატუსი.