საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა თურქმენეთის ელჩთან დოვლეთმირატ სეითმამედოვთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა და მასთან თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილა.
შეხვედრაზე მხარეებმა ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების შემუშავების გზით ქვეყნებს შორის საგანმანათლებლო და სამეცნიერო კავშირების გაძლიერების კუთხით გადასადგმელ ნაბიჯებზე იმსჯელეს.
შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო საქართველოსა და თურქმენეთის უნივერსიტეტებს შორის პარტნიორობის ხელშეწყობასა და გაცვლითი პროგრამების განხორციელების საკითხს.