საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ზვიად გაბისონიამ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო და ინოვაციურ სივრცეში (KIU) თემაზე „ხელოვნური ინტელექტის გამოწვევები და რეგულირების ტენდენციები“ საჯარო ლექცია წაიკითხა.
ზვიად გაბისონიამ სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებსა და მოწვეულ სტუმრებს ციფრული მმართველობისა და სამართლის ტექნოლოგიების განვითარების ძირითადი ასპექტები გააცნო. მან სხვადასხვა ქვეყნის საკანონმდებლო პრაქტიკასა და ხელოვნური ინტელექტის რეგულირების სამართლებრივ მიდგომებზე ისაუბრა.
მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ხელოვნური ინტელექტის შესახებ ევროკავშირის რეგულაციებზე, საერთაშორისო სამართლებრივ აქტებსა და ეთიკურ-სამართლებრივ სტანდარტებზე.
შეხვედრის დასასრულს ზვიად გაბისონიამ სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა. ახალგაზრდები განსაკუთრებით დაინტერესდნენ ხელოვნური ინტელექტის პრაქტიკული გამოყენებით, მისი რეგულირების სამართლებრივი ასპექტებითა და შრომის ბაზარზე მოსალოდნელი ტენდენციებით.
