საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, გიორგი შარვაშიძე ლიტვის განათლებისა და მეცნიერების ვიცე მინისტრს გენოვეიტა კრასაუსკიენესას და ლიტვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში გიედრიუს პუოჯუნასს შეხვდა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთთანამშრომლობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. განხილული იყო მომავალი თანამშრომლობა მასწავლებელთა მომზადების და გადამზადების, ხარისხის შემოწმება-მართვისა და ერთობლივი სამეცნიერო პროექტების კუთხით.
ლიტვის დელეგაცია დღეს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას „ლიტვა და საქართველო 520 წლიანი რეტროსპექტივიდან“ დაესწრება.