არგენტინის დედაქალაქის მერიის ინიციატივით, მიმდინარე წლის 27 ივნისიდან 5 აგვისტომდე, ტარდება სტაჟირების პროგრამა „International Buenos Aires Experience", რომლის ფარგლებშიც 30 წლამდე ახალგაზრდა საჯარო მოხელეებსა და კურსდამთავრებულებს მიეცემათ შესაძლებლობა გაიარონ 6 კვირიანი არაანაზღაურებადი პროფესიული პრაქტიკა ბუენოს-აირესის მერიაში. პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრებს, ქალაქის ღირშესანიშნაობების მონახულებას და სხვა კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობას. ორგანიზატორი მხარე ფარავს მხოლოდ სადილისა და პროგრამით გათვალისწინებულ ღონისძიებებზე ქალაქში გადაადგილების ხარჯებს. მონაწილეობის მსურველთა განაცხადი მიიღება 2016 წლის 30 მარტამდე, კანდიდატთა შერჩევის შედეგები ცნობილი გახდება ა.წ. 8 აპრილს.