ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტი მოიცავს სამ სამმართველოს:
- ეროვნული სასწავლო გეგმების სამმართველო;
- ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველო;
- სკოლამდელი განათლების განვითარების სამმართველო.
თითოეულ სამმართველოს გააჩნია საკუთარი საქმიანობის სფერო, პრიორიტეტები, ფუნქციები და კომპეტენციები, რომელთა მიზანია ქვეყანაში განათლებისა ხარისხის განვითარება და ხელმისაწვდომობის ზრდის ხელშეწყობა, კერძოდ:
- ეროვნული სასწავლო გეგმის შემუშავება და მისი განვითარება ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევების შესაბამისად და თანამედროვე მსოფლიოს საგანმანათლებლო სივრცესთან ჰარმონიზაციის მიზნით;
- ინკლუზიური განათლების განვითარების პოლიტიკის შემუშავება, განათლების ყველა საფეხურზე ინკლუზიური განათლების დანერგვის ხელშეწყობა მეთოდოლოგიური მხარდაჭერის უზრუნველყოფის გზით;
- სკოლამდელი განათლების პოლიტიკის შემუშავება, სკოლამდელი განათლების სტანდარტების შემუშავება და განვითარება, სკოლამდელი განათლების პროგრამების მომზადება, სკოლამდელი განათლების სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობა მეთოდოლოგიური მხარდაჭერითა და ადგილობრივი თვითმმართველობების კონსულტირების გზით.