როგორ გვხდე მანდატური ან/და ვის შეუძლია იყოს მანდატური?
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურად შეიძლება დაინიშნოს ნასამართლობის არმქონე საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელსაც აქვს სრული ზოგადი განათლება, ფლობს სახელმწიფო ენას, სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად აქვს შესაბამისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და გავლილი აქვს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული მოსამზადებელი კურსები, რომლებიც სწავლების სხვა კომპონენტებთან ერთად ითვალისწინებს მოსწავლის/სტუდენტის ასაკობრივი განვითარების კანონზომიერებებს და საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის პროფესიულ ვალდებულებებსა და ღირებულებებს.
მისამართი: თბილისის ალექსიძის ქ. N1, ვებგვერდი: www.mandaturi.gov.ge; ტელ: (032) 2 200 220 (3335)
სად შეიძლება ვნახო ინფორმაცია სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურში არსებული ვაკანსიების შესახებ?
ნებისმიერი განცხადება ვაკანტური პოზიციის შესახებ მანდატურის სამსახურის მიერ ცხადდება საჯარო ბიუროს ოფიციალურ ვებგვერდზე www.hr.gov.ge-ზე. დაინტერესების შემთხვევაში უნდა დარეგისტრირდეთ აღნიშნულ ვებგვერდზე და შეავსოთ აპლიკაცია.