მარნეულის სპორტის სასახლეში სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2016-ის ოფიციალური გახსნის ცერემონია გაიმართა. სასკოლო სპორტული ოლიმპიადა ტარდება მთელი საქართველოს მასშტაბით, ყველა რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში, საქართველოს კერძო და საჯარო სკოლების გუნდებს შორის. 2016 წლის ოლიმპიადაში მონაწილეობას იღებს 1200 სკოლის 5000-ზე მეტი გუნდი, რაც უპრეცედენტოა თავისი მასშტაბებით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაციას აცხადებს! რეგისტრაცია იწარმოებს 28 მარტიდან 10 აპრილის ჩათვლით. ნებისმიერი ასაკის დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სრული სახელმწიფო დაფინანსებით დაეუფლოს სასურველ პროფესიას ტურიზმის, მშენებლობის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სხვა მიმართულებებით.
საფრანგეთის საელჩო, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი, შვეიცარიის საელჩო, კანადის საელჩო და საქართველოს ყველა ფრანკოფონი აღნიშნავს ფრანგული ენისა და ფრანკოფონიის საერთაშორისო დღეს. ფრანკოფონიის საერთაშორისო დღე, აღინიშნება მთელს მსოფლიოში და საქართველოც, როგორც ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის დამკვირვებელი წევრი, უერთდება აღნიშნულ დღესასწაულს.