საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრმა თამარ სანიკიძემ სოხუმელ ღვაწლმოსილ პედაგოგს, თბილისის #51 საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელს
მანანა დოლიძეს სამკერდე ნიშანი „ამაგდარი“ გადასცა.
საქართველოს განათლებისა
და მეცნიერების სამინისტროს ორაგნიზებით, პირველად საშემოდგომო მიღებისას, პროფესიულ
საგანმანათლებლო დაწესებულებებში სპეციალური
საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირები ჩაერთვებიან.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ
ქეთევან ნატრიაშვილმა და თელავის მაჟორიტარმა დეპუტატმა გელა სამხარაულმა
კახეთის
რეგიონის
საჯარო
სკოლების
225 მეათეკლასელ მოსწავლეს, რომელთაც წარჩინებით დაამთავრეს საბაზო
საფეხური (მე-7, მე-8 და მე-9 კლასები), პერსონალურ კომპიუტერები გადასცეს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრმა თამარ სანიკიძემ და ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ნავთლუღის
ქვესადგურში „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სასწავლო ცენტრი გახსნეს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროსა და ლონდონის ბიზნესისა და ფინანსების სკოლას შორის
განათლების სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმი დაიდო. დოკუმენტს ხელი საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა
და ლონდონის ბიზნესისა და ფინანსების
სკოლის აღმასრულებელმა დირექტორმა აარონ ეტინგენმა მოაწერეს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სტაჟიორთა
შესარჩევ კონკურსს აცხადებს. სტაჟირების მიზანია ხელი შეუწყოს სტაჟიორის კვალიფიციურ
კადრად მომზადებას და მის პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებას.
23 სექტემბერს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე დღეს, ორივე უნივერსიტეტში მივიდა, სტუდენტებს სწავლის დაწყება მიულოცა და მომავალი წარმატებები უსურვა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო და
სამეცნიერო ინფრასტრუქტურის
განვითარების სააგენტოს უფროსმა გიგა უმიკაშვილმა საგარეჯოს რაიონის სოფელ
ლამბალოს საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს სკოლის მშენებლობის
დაწყებასთან დაკავშირებით
მოსამზედებელი სამუშაობის მიმდინარეობა გააცნო.
,,ინკლუზიური სწავლების ხელშეწყობის
პროგრამის“ ფარგლებში, მ.იაშვილის სახ.
ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისათვის
საგანმანათლებლო სერვისის მიწოდება განხორციელდება.
საქართველოს განათლებისა
და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და სასჯელაღსრულების,
პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა სოზარ სუბარმა არასრულწლოვანთა
#11 სპეციალიზებული დაწესებულების სკოლის ახალი შენობა დაათვალიერეს, პედაგოგებს შეხვდნენ
და არასრულწლოვან მსჯავრდებულებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს.
16 სექტემბერს საქართველოს საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ
სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებსა
და სტუდენტებს თბილისის ერთ-ერთ ყველაზე დიდკონტიგენტიან 47-ე საჯარო
სკოლიდან მიულოცა.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. პირველი
კორპუსის წინ შეკრებილ სტუდენტებს სწავლის დაწყება სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, განათლებისა და მეცნიერების
მინისტრმა თამარ სანიკიძემ და უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ვლადიმერ
პაპავამ მიულოცეს.
თიანეთიდან მიულოცეს ახალი სასწავლო წლის
დაწყება მოსწავლეებსა და სტუდენტებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა და თიანეთის მაჟორიტარმა
დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა და
ქალაქ რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ ახალი სასწავლო წლის დაწყება რუსთავის მე-12
საჯარო სკოლის მოსწავლეებს, მათ მშობლებსა და მასწავლებლებს პირადად მიულოცეს და
წარმატებები უსურვეს.
საქართველოს ყველა მოსწავლეს, მასწავლებელს, სკოლების
ადმინისტრაციასა და მშობლებს ვულოცავ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!
განსაკუთრებულად ვულოცავ პირველკლასელებს, იმ პატარა მოსწავლეებს,
რომელთაც წელს პირველად შედგეს
ფეხი სკოლაში და ყოველთვის ემახსოვრებათ ეს დღე და ეს გარემო.