საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ და საქართველოს შსს აკადემიის რექტორმა ხატია დეკანოიძემ სასწავლო
დაწესებულებების 40 მანდატურს სამაშველო კურსების გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცეს.
”პრაიმტაიმის” ინიციატივით აგვისტოს ომში გარდაცვლილი ჯარისკაცების ხსოვნისადმი მიძღვნილი კვირეულს განათლებისა
და მეცნიერების სამინისტრო შეუერთდა. კოკა სეფერთელაძემ და მანდატურებმა 2008 წლის
აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების სასაფლაოები ყვავილებით შეამკეს.
საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ ინიცირებული პროექტი, რომელიც
სოციალურად დაუცველ ნიჭიერ და წარმატებულ მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს
უფასოდ ისწავლონ კერძო
სკოლებში
გრძელდება.
სასწავლო
დაწესებულების მანდატურები და პარლამენტის წევრები რუსუდან კერვალიშვილი, ლაშა თორდია და ვახტანგ
ბალავაძე, ბავშვთა სოფელ თბილისს“ ესტუმრნენ, ბავშვთა სახლში 5 წლიდან 14
წლამდე 70 აღსაზრდელი ცხოვრობს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტრომ მიმდინარე წლის 1 აგვისტოს
სახელმწიფო პროექტის ”ქართული ენა
მომავალი წარმატებისთვის” ფარგლებში
კანდიდატთა შესარჩევი კონკურსი დაასრულა.
განათლებისა და
მეცნიერების სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა
საქართველოს თითქმის
ყველა რეგიონიდან საჯარო სკოლის პედაგოგები ნოთინგჰემში ორკვირიანი სასწავლო კურსის გასავლელად
გაგზავნა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინის
ბრძანებით 2011-2012 სასწავლო წლიდან აკრედიტირებულ და ავტორიზებულ
უმაღლეს სასწავლებლებში ინგლისური ენის სწავლება სავალდებულო ხდება.
სამთავრობო პროგრამის ”ერთიანი საქართველო
სიღარიბის გარეშე” ფარგლებში, სახელმწიფო ყველა კლასის სოციალურად დაუცველ მოსწავლეს სასწავლო სახელმძღვანელოებით
უზრუნველყოფს. წელს წიგნების გადაცემის პროცესში საქართველოს ფოსტა ჩაერთვება.
საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერითა და ხელნაწერთა
ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, ქალაქ ბათუმში, 6 აგვისტოს ელისო
ბოლქვაძის საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის
ეროვნული სამეცნიერო ფონდი ახალგაზრდა მეცნიერებს უცხოეთში სამეცნიერო-კვლევით სტაჟირებას
დაუფინანსებს.
საგანმანათლებლო პროგრამა - ”ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად”
ფარგლებში ინგლისურენოვან მოხალისე მასწავლებელთა ჩამოსვლის ახალი ეტაპი
გრძელდება. სასწავლო წლის დაწყებამდე, მოხალისე პედაგოგთა რამდენიმე ნაკადს
ველოდებით, წლის ბოლომდე სულ 1500 პედაგოგი ჩამოვა.
საქართველოს
საგანმანათლებლო ალიანსმა წარმატებული პედაგოგები დააჯილდოვა. დაჯილდოვებული პედაგოგები სხვადასხვა საჯარო და
კერძო სკოლების იმ მოსწავლეთა დამრიგებლები არიან, რომელთაც 2011 წლის საატესტატო გამოცდებზე უმაღლესი
შეფასებები მიიღეს.
სასწავლო დაწესებულებების მანდატურები სამაშველო კურსებს თბილისის
ზღვაზე გადიან. პროცესში ჩართულია როგორც თბილისის ასევე სხვადასხვა რეგიონის 150 მანდატური.
2011 წლის 1-დან 31
აგვისტოს ჩათვლით სტუდენტთა მობილობა
ცხადდება, აღნიშნულ პერიოდში სტუდენტებს ერთი უმაღლესი სასწავლებლიდან მეორეში გადასვლა შეუძლიათ. ამასთან დაკავშირებით, საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ ბრიფინგი
გამართა.
მანდატურებმა სამტრედიის №15 სკოლა-პანსიონის სპეციალური
საჭიროების აღსაზრდელებს სიურპრიზი
მოუმზადეს. სამტრედიის სპეციალური
საჭიროების ბავშვები მანდატურებმა ქუთაისის „აკვაპარკში“ წაიყვანეს.
მოზარდები „აკვაპარკში“ მთელი დღის განმავლობაში ერთობოდნენ.