მომავალი სასწავლო წლიდან განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და
”კერძო სკოლათა ასოციაცია” ახალ პროექტს იწყებს. ერთობლივ ინიციატივაზე
განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა სკოლა-ლიცეუმ
”მწიგნობართუხუცესში” სტუმრობისას განაცხადა.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა 161- ე საჯარო
სკოლაში მათემატიკასა და უცხოურ ენებში ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის
მეორე ტური გახსნა და მის მიმდინარეობას დააკვირდა.
№1 ექსპერიმენტულ სკოლაში, „სტრატეგიისა და
განვითარების ინსტიტუტის“ მიერ განხორცილებული პროექტის „AD/HD-(ყურადღების
დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომით) გამოწვეული პრობლემების
შემცირება სკოლაში” პრეზენტაცია გაიმართა.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი 199-ე საჯარო სკოლის
(ყოფილი კომაროვის ფიზიკა-მათემატიკური სკოლა) კურსდამთავრებულთა ”კლუბ
კომაროველის” (ALUMNI) წევრებს შეხვდა და სკოლის შემდგომი განვითარების
თაობაზე სკოლის წარმომადგენელთა და კლუბის წევრთა წინადადებები მოისმინა.
16-დან 20-წლამდე ასაკის ახალგარზდებს შორის ინგლისურ ენაზე საჯარო
მეტყველებაში ეროვნული კონკურსი ჩატარდა თემაზე: Speculation on Our
Future.
პირველი ტური 10 მარტს გაიმართა და მასში 100-მდე მსურველმა მიიღო
მონაწილეობა.
ქ. მარნეულის №7 აზერბაიჯანულენოვანი საჯარო სკოლის მოსწავლეები ამიერიდან
თანამედროვე სტანდარტების შესაბამის სკოლაში ისწავლიან. სკოლა 2009 წლამდე
ფუნქციონირებდა როგორც საბაზო და განთავსებული იყო გასული საუკუნის
30-იან წლებში აგებულ შენობაში.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში მინისტრ დიმიტრი შაშკინსა და ქ. თბილისის ვიცე - მერ მამუკა ახვლედიანს შორის, დედაქალაქის საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისა და კეთილმოწყობის თაობაზე სამუშაო შეხვედრა შედგა.
10 მარტს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სსიპ „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს“ მიერ ორგანიზებული სემინარი საქართველოს მასშტაბით სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარების სტრატეგიული გეგმის შემუშავების საკითხებს შეეხო.
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ
სააკაშვილმა ბათუმში
ახალი თურქული სკოლა-ლიცეუმი გახსნა. სკოლის გახსნამდე პრეზიდენტმა ვრცლად
ისაუბრა
განათლების სფეროს პრიორიტეტებზე, ყურადღება გაამახვილა განხორციელებულ და
სამომავლოდ
დაგეგმილ რამდენიმე კონკრეტულ აქტივობაზე.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა აჭარის რეგიონის
პროფესიული სასწავლებლები მოინახულა, მათ შორის ქობულეთის პროფესიული
სწავლების ცენტრი, სადაც ხდება კვალიფიციური კადრების მომზადება ტურიზმის
სფეროში დასასაქმებლად.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
დიმიტრი შაშკინი 50-ე საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების ღვაწლმოსილ
მასწავლებელს,
პედაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორს ქალბატონ დოდო ნაზირიშვილს სახლში ეწვია,
ქალთა
დღე მიულოცა და საჩუქრები გადასცა.
საჯარო სკოლების
ეფექტურად მართვის მიზნით, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
დიმიტრი შაშკინისა
და განათლების სისტემის ,,საქართველოს განათლების სისტემის დამსაქმებელთა გაერთიანების’’ ინიციატივით საჯარო
სკოლის დირექტორებს ტრენინგები
ჩაუტარდებათ.
განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით აკადემიური სამიტი
გაიმართა, რომელიც განათლების ინტერნაციონალიზაციასა და მობილობის
პროცესის ხელშეწყობას მიეძღვნა.
არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციისა და უსაფრთხო სკოლის” კამპანიის
ფარგლებში, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და საქართველოს
პროკურატურამ მოსწავლეთა ნახატების ერთობლივი კონკურსი გამოაცხადა თემაზე
”ახალგაზრდობა უდანაკარგოდ”.