3 დეკემბერს
შეზღუდული შესაძლებლობებისა და სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვთა საერთაშორისო
დღესთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ირინე ქურდაძემ, ხელოვნების აკადემიის რექტორმა
ვალერიან შიუკაშვილმა, №31-ე სკოლის დირექტორმა მარინა ნიჟარაძემ და დიდუბე
-ჩუღურეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა ანდრო ალავიძემ ერთობლივი პრესკონფერენცია
გამართეს.
საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ და გამოცდების ეროვნული ცენტრის
დირექტორმა მაია მიმინოშვილმა საატესტატო გამოცდის ახალი მოდელი ამჯერად, ვაკე-საბურთალოს
რაიონის სკოლების 200-მდე მეთორმეტეკლასელს გააცნეს
საქართველოს
პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ყვარლის
მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზში ახლადაშენებული
სკოლა გახსნეს.
,,სამოქალაქო აქტიურობის ხელშეწყობის პროგრამა” საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტროსა და ბრიტანული ორგანიზაციის Children’s High
Level Group თანამშრომლობით ხორციელდება. დღეისათვის, პროგრამაში 45
საჯარო სკოლა და 45 სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვთა
საჯარო სკოლაა ჩართული.
”ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” პროგრამაში მონაწილე 100 - მდე
ინგლისურენოვანი მასწავლებელი ქალაქ სიღნაღში სიღნაღობის დღესასწაულს
დაესწრო. უცხოელი
პედაგოგები ქართულ ტრადიციებს
გაეცნენ და ქართული სამზარეულო დააგემოვნეს.
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა
და განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა იმერეთის რეგიონის
სოფელ ჩხარში ახლადაშენებული სკოლა გახსნეს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტრო წლის რეფორმატორი სამინისტრო გახდა. აღნიშნული პრიზი დაჯილდოების
ცერემონიალზე ”სოფლის მაშენებელნი-2010” სამინისტროს სახელით
მინისტრის მოადგილეს ქალბატონ ირინე ქურდაძეს გადაეცა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 2011 წელს ყველა
საჯარო სკოლის პირველკლასელისთვის შეისყიდის პორტატულ კომპიუტერებს. ეს
კომპიუტერები მათ უსასყიდლოდ გადაეცემათ. კომპიუტერში ჩატვირთული იქნება
როგორც სასწავლო პროგრამები ქართულში, უცხო ენაში, მათემატიკასა და
ლოგიკაში, ასევე სასკოლო და კლასგარეშე სახელმძღვანელოები და სასწავლო
შემეცნებითი თამაშები.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა
პედაგოგებს მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემა წარუდგინა.
დოკუმენტი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის
ექსპერტთა მიერ შემუშავდა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ნიკა გილაურის ინიციატივას - ყველა
სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელმა გაწეულ სამუშაოებსა და მომავალ გეგემებზე ანგარიში მოსახლეობას წარუდგინოს, საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი გამოეხმაურა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაული მე-200 საჯარო სკოლის 100-მდე სპეციალური საგანმანათლებლო
საჭიროების მქონე მოსწავლეს პირადად მიულოცა და საჩუქრები
გადასცა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სკოლის მანდატურის სამსახური მასმედიის
წარმომადგენლებს შეხვდა.
ორდღიან
გასვლით სემინარში, რომელიც ყვარლის ტურისტულ
კომპლექსში გაიმართა ტელე, რადიო კომპანიებისა და
რამდენიმე ბეჭდვითი მედიის 20-მდე წარმომადგენელი
მონაწილეობდა.
წარმატებით მიმდინარეობს პროგრამის ”ასწავლე და ისწავლე
საქართველოსთან ერთად” ფარგლებში ჩამოსულ, უცხოელ მოხალისე პედაგოგთა ქართულ საზოგადოებაში
ინტეგრაცია. ისინი საგაკვეთილო
პროცესის წარმართვის პარალელურად, გეგმავენ და ახორციელებენ ერთობლივ შემეცნებით-გასართობ ღონისძიებებს
მოსწავლეებისა და პედაგოგეგბის მონაწილეობით.
საქართველოს საზოგადოებრივ
საქმეთა ინსტიტუტმა წელს კურსდამთავრებულთა მეთხუთმეტე ნაკადი გამოუშვა. წელს მაგისტრის
დიპლომი 146 კურსდამთავრებულს შვიდ
სხვადასხვა სპეციალობაში გადაეცა.