ორდღიანი კონფერენცია საქართველოს
პირველმა ლედიმ სანდრა რულოვსმა გახსნა და მის მუშაობაში განათლებისა და
მეცნიერების, ასევე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
მინისტრები
მონაწილეობდნენ.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის
მიერ 2009 – 2010 სასწავლო წელს განხორციელდა ტრენინგების პროგრამა
"ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში".
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი თბილისის №202
უსინათლო
ბავშვთა სკოლას ეწვია და ბრაელის საბეჭდი მანქანა, ბრაელის შრიფტით
დაბეჭდილი სახელმძღვანელოები და ტაქტიკური სასწავლო მასალები გადასცა.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, თბილისის
მერიის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დაფინანსებით
პროექტი ”მომავალი შენია” განახლებული ფორმატით ჩატარდება.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინის ინიციტივით
300-მდე დევნილი პედაგოგი ერთი თვის განმავლობაში
დასქმდება. ამ მიზნით, მინისტრი სამაჩაბლოდან და ახალგორიდან
დევნილ
300-მდე
პედაგოგს
პირადად შეხვდა და სხვადასხვა სკოლებში მათი
დასაქმების დეტალები განიხილა.
განათლებისა და
მეცნიერების მინისტრმა სკოლის დირექტორებთან განათლების სფეროში დაგეგმილ რეფორმებზე,
სკოლებში არსებულ კონკრეტულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის
გზებზე ისაუბრა.
მინისტრის დიმიტრი შაშკინის გადაწყვეტილებით
კაჭრეთის პროფესიული სწავლების ცენტრის საერთო საცხოვრებელი
ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე სრულად იქნება რეაბილიტირებული, რის შედეგადაც
300-მდე სტუდენტი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის გარემოში შეძლებს ცხოვრებას.
27 იანვარს ჟენევაში გამართულ იუნესკოს განათლების საერთაშორისო ბიუროს
59-ე სესიაზე საქართველო ბიუროს ვიცე-პრეზიდენტი
გახდა. წელს პრეზიდენტ ქვეყნად ნორვეგია აირჩიეს.
თბილისის №65 საჯარო სკოლაში კონკურსის ”ჩემი თვალით დანახული რუსული
აგრესია” ფარგლებში, მოსწავლეებმა ლიტერატურული და ფერწერული
ნამუშევრები წარმოადგინეს.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა
თბილისის სხვადასხვა საჯარო სკოლის 300-მდე მეთერთმეტე კლასის მოსწავლეს
2011 წელს 10 გამოსაშვებ გამოცდის ჩაბარებასთან დაკავშირებული ყველა სიახლეე გააცნო.