საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად, სამუშაო ვიზიტით ბათუმში იმყოფება.
პრემიერ-მინისტრმა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან და მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად, ბათუმის მე-16 საჯარო სკოლის სამშენებლო სამუშოები დაათვალიერა.
თანამედროვე სტანდარტების სამსართულიანი შენობა 40 საკლასო ოთახს მოიცავს და ორ ცვლაში 2 000 მოსწავლეზეა გათვლილი.
პროექტით გათვალისწინებულია ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, კომპიუტერული ოთახი, სააქტო დარბაზი 300 მაყურებელზე, ღია და დახურული სპორტული მოედნები ტრიბუნებით. შენობა ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.
პროექტს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ახორციელებს და მისი ბიუჯეტი 17 388 170 ლარია.