საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრი დიმიტრი შაშკინი წალკის მოსახლეობას შეხვდა. მოსახლეობასთან მინისტრის
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში
წარიმართა და იგი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, განხორციელებულ რეფორმებსა და
სამომავლო გეგმებს შეეხებოდა.
თბილისის №157-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს ამიერიდან სპორტის
გაკვეთილები განახლებულ სპორტულ დარბაზში ჩაუტარდებათ. საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ირინე ქურდაძემ რეაბილიტირებული სპორტული დარბაზი მოინახულა
საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი
შაშკინი ქვემო ქართლის
გუბერნატორთან დავით კირკიტაძესთან ერთად ამჯერად, რუსთავის პროფესიულ კოლეჯს ,,მოდუსი“
ეწვია და სასწავლებლის საქმიანობას ადგილზე გაეცნო.
გამოყენებითი და ტექნოლოგიური კვლევების შემდგომი ხელშეწყობისთვის რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ახალ კონკურსს აცხადებს.
გამოყენებითი კვლევებისთვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის
მიზანია საერთაშორისო ან ადგილობრივ ბაზარზე მოთხოვნადი მაღალტექნოლოგიური
ინოვაციური პროდუქტის შექმნა.
საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და საქართველოს ტექნიკური
უნივერსიტეტის რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა სტუ-ს რეაბილიტირებული სააქტო დარბაზი გახსნეს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრის მოადგილემ ნოდარ სურგულაძემ საჯარო სამსახურების დაძმობილების პროგრამის
(ტვინინგი) პროექტის შემაჯამებელი კონფერენცია გახსნა.
საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და მასწავლებელთა
პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გია მამულაშვილმა
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ტრენინგებთან დაკავშირებით ბრიფინგი
გამართეს.
გორის სკოლის მანდატურები
აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცის ჯიმშერ ტოროშელიძის ოჯახს ესტუმრნენ,
მის მეუღლეს ნათელა გოგიძეს 8 მარტი
მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს.
ატომური
კვლევების ევროპული ორგანიზაცია - CERN-ში მოღვაწე ქართველმა მეცნიერმა, ფიზიკოსმა გიორგი დვალმა საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ფიზიკის მასწავლებელთათვის სემინარი
გამართა. სემინარის მიმდინარეობას მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე დაესწრო.
საქართველოს პრემიერ მინისტრის ნიკა გილაურის ინიციატივით, ეროვნული
გამოცდებისათვის დამხმარე ვიდეო მასალა შეიქმნა. უახლოეს მომავალში სამინისტრო დამხმარე ვიდეო ფილმების მომზადებას სხვა
საგამოცდო საგნებშიც გეგმავს.
მინისტრი დიმიტრი შაშკინი და საგანმანათლებლო
პროგრამის „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ (TLG) წარმომადგენლები იმ უცხოელ მოხალისე მასწავლებლებს შეხვდნენ, რომლებიც იმერეთისა და გურიის რეგიონების საჯარო სკოლებში ადგილობრივ პედაგოგებთან ერთად ინგლისურ ენას ასწავლიან.
თბილისის №47-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს ამიერიდან სპორტის გაკვეთილები განახლებულ სპორტულ დარბაზში ჩაუტარდებათ. საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ
რეაბილიტირებული სპორტული დარბაზი მოინახულა
საქართველოს განათლებისა
და მეცნიერების სამინისტროსა და თბილისის მერიის ორგანიზებით, 2011 წლის 5-13 მარტს, უმაღლესი
და პროფესიული განათლების, საზღვარგარეთ სწავლებისა და სტუდენტური
სერვისების პირველი გამოფენა
”საქართველოს
განათლების კვირეული 2011”იმართება.
საქართველოს
განათლებისა და მეცნეირების მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძე და გამოცდების
ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი თბილისის 166-ე საჯარო სკოლაში
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტურის მიმდინარეობას დაესწრო.
საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძე და სამინისტროს გამოცდების
ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი თბილისის №1 ექსპერიმენტალურ სკოლაში
დამამთავრებელი კლასის მოსწავლეების ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის ინტერნეტით
რეგისტრაციის პროცესს დაესწრნენ.