განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძე ”თბილისის
პროფესიული სწავლების ცენტრს” ეწვია, სადაც წარმატებული
კურსდამთავრებულები, პროფესიული სტუდენტები და პედაგოგები დაჯილდოვდნენ და
მათი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი
მოადგილე აკაკი სეფერთელაძე ოკუპაციის მუზეუმში წიგნის - ”ჩემი თვალით
დანახული რუსული აგრესია”პრეზენტაციას
დაესწრო.
საქართველოს განათლებისა
და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი გიორგი წულუკიძის სახელობის სამთო
ინსტიტუტს ეწვია და გვირაბის
აფეთქების მძიმე შედეგებისაგან დამცავი ახალი მეთოდის იმიტირებულ ჩვენებას
დაესწრო.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე აკაკი სეფერთელაძე თბილისის 24-ე საჯარო სკოლაში მე-12 კლასში სამოქალაქო თავდაცვისა და უსაფრთხოების სწავლებისთვის მასწავლებელთა გადამზადების პროცესს დაესწრო.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მასწავლებელთა
პროფესიული განვითარების ცენტრის დირექტორი გია მამულაშვილი რუსთავის
საგამოცდო
ცენტრს ეწვია და პედაგოგთა
სასერტიფიკაციო გამოცდების მეორე სესიისთვის რეგისტრაციის პროცესსა და
გამოცდის მიმდინარეობას გაეცნო.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი
პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდების მიმდინარეობას საქართველოს ტექნიკური
უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრში აკვირდებოდა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და შსს აკადემიის რექტორმა ხატია დეკანოიძემ
საჯარო სკოლების მომავალ
205 მანდატურს სერტიფიკატები გადასცეს.
საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და გამოცდების
ეროვნული
ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა პედაგოგთა სასერტიფიკაციო
გამოცდებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართეს.
საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და საქართველოს
მთავარი პროკურორორის
პირველმა მოადგილემ დავით საყვარელიძემ მთაწმინდის პარკში მოსწავლეთა
ნახატების
გამოფენა დაათვალიერეს და კონკურსში
”ახალგაზრდობა უდანაკარგოდ” გამარჯვებული
ნახატების ავტორები დაასაჩუქრეს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და განათლების
აკრედიტაციის ეროვნული ცენტრი ევროკავშირის საჯარო სამსახურების
დაძმობილების პროგრამის (ტვინინგის) ფარგლებში აგრძელებს აკადემიური
სამიტებისა და ტრენინგების ორგანიზებას უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულებებისათვის.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა
დიმიტრი შაშკინმა BUCKSWOOD-ის საზაფხულო სკოლის
მოსწავლეები მოინახულა. ”ინგლისური ენის სწავლების
გაძლიერების”
პროგრამის ფარგლებში, წყნეთში 130 მოსწავლე
დასვენებასთან ერთად, ინგლისური ენის ცოდნას იღრმავებს და კულტურულ
ღონისძიებებშია ჩართული.
საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ახალი პორტალის www.buki.ge პრეზენტაცია გაიმართა, აქვე
მინისტრმა დიმიტრი
შაშკინმა თბილისის №1 ექსპერიმენტული
სკოლის 50 პირველკლასელსა და მათ მშობლებს ნეტბუქი ”ბუკი” წარუდგენა.
საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი საერთო სამაგისტრო გამოცდის
დაწყებასთან
დაკავშირებით საგამოცდო ცენტრს ეწვია,
მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაციის პროცესს დაესწრო და პირველი
გამოცდის
მიმდინარეობას გაეცნო.
საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნოდარ სურგულაძემ და გამოცდების ეროვნული
ცენტრის
დირექტორმა მაია მიმინოშვილმა საერთო სამაგისტრო გამოცდების დაწყებასთან
დაკავშირებით ბრიფინგი გამართეს.
საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და ეროვნული სასწავლო გეგმებისა
და შეფასების
ცენტრის დირექტორმა ნათია ჯოხაძემ საჯარო სკოლების 150-მდე კლასის
დამრიგებელთან სამუშაო შეხვედრა
გამართეს.