საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
დიმიტრი შაშკინი ზუგდიდის №2 საჯარო სკოლაში რეგიონის 200-მდე პედაგოგს
შეხვდა. მინისტრმა ამჯერად სამეგრელო-ზემო სვანეთის პედაგოგებს პირადად
გააცნო
სისტემაში არსებული მდგომარეობა, დეტალურად ისაუბრა ბოლო პერიოდის
სიახლეებზე,
მასწავლებელთა ეთიკის კოდექსზე, რომელიც 31 მაისიდან ამოქმედდება.