ქალაქ ტყიბულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსად კახაბერ კუპატაძე შეირჩა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის მიერ შეიქმნა ბიბლიოთეკარის სტანდარტი, განკუთვნილი როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლების ბიბლიოთეკარებისთვის. სკოლის ბიბლიოთეკარის სტანდარტის პრეზენტაცია სამინისტროში შედგა.
2013 წლიდან ინკლუზიური მიმართულებით არაერთი მნიშნელოვანი პროექტი განხორციელდა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ, 50 წლის შემდეგ პირველად, უსინათლო მოსწავლეებისათვის სპეციალური სასკოლო სახელმძღვანელოების სრული კომპლექტი ბრაილის შრიფტით დაიბეჭდა.