ინფორმაცია 2013 წელში სამინისტროსათვის გამოყოფილი ფინანსური დახმარების შესახებ (24.02.14)
1. საგრანტო ხელშეკრულება #01/03-25.01.2013წ . გრანტის მიმღებია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ხოლო ხელშეკრულების საგანია ორ სამინისტროს შორის არსებული თანამშრომლობის საფუძველზე პროექტის „ინკლუზიური განათლების დანერგვა საქართველოს პროფესიული განათლებისა და გადამზადების სისტემაში“ განხორციელება ნორვეგიის განათლებისა და კვლევის სამინისტროს მხარდაჭერით. მისი მიზანია, ხელი შეუწყოს პროფესიული განათლების სექტორის სისტემური ცვლილებების განხორციელებას ინკლუზიური განათლების პოლიტიკის დანერგვითა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთათვის პროფესიული განათლებისა და გადამზადების თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფით. პროექტის სახელშეკრულებო თანხაა 1,257,000.00 აშშ დოლარი. 2014 წელს ჩამოირიცხა 152,338.04 ლარი (86,558.08 აშშ დოლარი), ხოლო საკასო ხარჯია – 226,422.62 ლარი (იხ. დანართი)
2. გაეროს ბავშვთა ფონდის საგრანტო ხელშეკრულება 2014/001, 30.01.2014წ. გრანტის მიმღებია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ხოლო ხელშეკრულების საგანია პროექტის „ახალი ინიციატივები და სამომავლო გეგმები განათლების სისტემაში“ განხორციელება, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილეების მონაწილეობით საქართველოს ტელევიზების, ბეჭვდური მედიის, რადიოს, ინტერნეტგამოცემების, პროდიუსერების, ჟურნალისტებისა და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელთათვის გატარებული რეფორმებისა და სამომავლო გეგმების შესახებ კონფერენციის ჩატარებას კახეთის რეგიონში. პროექტის სახელშეკრულებო თანხაა 15,100.00 ლარი. 2014 წელს ჩამოირიცხა 15,100.00 ლარი, ხოლო საკასო ხარჯია – 15,100.00 ლარი (ასევე იხ. დანართი).
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 2015 წელს ახორციელებდა 1 მიზნობრივ გრანტს. საგრანტო ხელშეკრულება N01/03-25.01.2013წ. გრანტის მიმღებია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ხოლო ხელშეკრულების საგანია ორ სამინისტროს შორის არსებული თანამშრომლობის საფუძველზე პროექტის “|ინკლუზიური განათლების დანერგვა საქართველოს პროფესიული განათლებისა და გადამზადების სისტემაში” განხორციელება ნორვეგიის განათლებისა და კვლევის სამინისტროს მხარდაჭერით. მისი მიზანია ხელი შეუწყოს პროფესიული განათლების სექტორის სისტემური ცვლილებების განხორციელებას ინკლუზიური განათლების პოლიტიკის დანერგვითა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებისთვის პროფესიული განათლებისა და გადამზადების თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფით. პროექტის სახელშეკრულებო თანხაა 1’257’000.00 აშშ დოლარი. 01.01.2015 წლის მდგომარეობით საწყისი ნაშთი იყო 31’199.54 ლარი, 2015 წლის ჩაირიცხა 487’588.97 ლარი (219’078.89 აშშ დოლარი), ხოლო საკასო ხარჯია 358’388.11 ლარი. 2015 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ანგარიშზე რესურსი დარჩა 160’400.40 ლარი (იხილეთ დანართი). 12.01.16
2016 წელში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ნორვეგიის განათლებისა და კვლევის სამინისტროს შორის 2013 წლის 25 იანვარს გაფორმებული #01/03-25.01.2013 ხელშეკრულების ფარგლებში, 2016 წელს სამინისტროს ჩაერიცხა 216 874.52 აშშ დოლარის ექვივალენტი 530 803,31 ლარი. (12.01.2017)
- 2017 წლის “განათლებისა და მეცნიერების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავების” კოდი 32 01 01 მიზნობრივი გრანტების სალარე ანგარიშიდან განხოციელდა ნაშთად რიცხული თანხების დონორის ანგარიშზე დაბრუნება (პროექტის დასრულებისა გამო) ჯამურად 35’457,37 ლარის ოდენობით.
- “განათლებისა და მეცნიერების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავების” კოდი 32 01 01 მიზნობრივი გრანტების სავალუტე ანგარიშზე 2017 წლის 14 დეკემბერს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის სავალუტო ანგარიშზე ჩარიცხული 1’340’608 ევრო და 43 ევროცენტი, რომელიც წარმოადგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ევროკომისიას შორის გაფორმებულია №363-104 საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში მიზნობრივი გრანტის სახით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის გამოყოფილ მორიგი ტრანშის თანხას. (24.01.2018)