1.1. სამინისტროს სტრუქტურა და ფუნქციების აღწერა

                                                                                                                                      

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სტრუქტურა მოიცავს შემდეგ ქვედანაყოფებს:

ადმინისტრაცია (დეპარტამენტი);  იურიდიული დეპარტამენტი;  სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტი; შიდა აუდიტის დეპარტამენტი; ეკონომიკური დეპარტამენტი; საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტი; სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტი;  პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტი; უმაღლესი განათლების განვითარების დეპარტამენტი; მეცნიერების განვითარების დეპარტამენტი

სამინისტროს ფუნქციები:

სამინისტრო განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გამტარებელი ორგანოა. საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტრო ახორციელებს თავის დაქვემდებარებაში არსებული ყოველი რგოლის საქმიანობის კოორდინაციასა და კონტროლს. უზრუნველყოფს ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების სრულყოფას, მეცნიერების ყველა დარგის განვითარებას და მონაწილეობს სახელმწიფო ენობრივი პოლიტიკის პრიორიტეტული მიმართულებების განხორციელებაში. 

კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში სამინისტრო ახორციელებს:

განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის კონსტიტუციური უფლების განხორციელების უზრუნველყოფას;

მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის სისტემის შექმნის ხელშეწყობას;

განათლებისა და მეცნიერების სფეროში მიმდინარე პროცესების კვლევა/შეფასებას;

განათლებისა და მეცნიერების სფეროს შემდგომი განვითარების მიმართულებების დაგეგმვა და მისი განვითარების პროგნოზირებას;

სახელმწიფო ენობრივი პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა, სახელმწიფო ენის სწავლის, სწავლების, შეფასებისა და განვითარების უზრუნველყოფას მეცნიერების ყველა დარგის მხარდაჭერით;

სკოლამდელი აღზრდის სტანდარტების დამტკიცებას;

სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო სახელმწიფო სტანდარტის შემუშავება და დამტკიცებას;

ზოგადსაგანმანათლებლო და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებას, რეორგანიზაცია-ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას, მათი წესდებების დამტკიცებასა და სახელმწიფო კონტროლის განხორციელებას;

კერძო სამართლის არასამეწარმეო იურიდიული პირების დაფუძნებას (გარდა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა);

ევროპისა და საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეების ჰარმონიზაციისა და ინტეგრაციის მიზნით, განათლებისა და მეცნიერების სფეროში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საზღვარგარეთის შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობას;

საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებების პროგრამების საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცესთან ჰარმონიზაციის ხელშეწყობას;

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სფეროში ნორმატიული აქტების შესრულების უზრუნველყოფას;

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარდგინებით ამტკიცებს:

მასწავლებლობის მაძიებელთა რეგისტრაციისა და მაძიებლის პერიოდის გავლის წესს;

მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუშსა და მისი გაცემის წესს;

მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტს;

მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსს;

ამტკიცებს არაფორმალური განათლებისა და ფორმალური განათლების ფარგლებში მიღწეული სწავლის შედეგების აღიარების წესებს;

შეიმუშავებს და ამტკიცებს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;

ამტკიცებს პროფესიული განათლების სფეროში კრედიტების სისტემას;

განსაზღვრავს სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – საგანმანათლებლო რესურსცენტრების სტრუქტურას, ამტკიცებს მათ საშტატო ნუსხებსა და ტიპურ დებულებას, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მათ ხელმძღვანელებსა და მოადგილეებს;

უზრუნველყოფს მასწავლებელთა და მეცნიერთა სოციალური დაცვის ღონისძიებების განხორციელებას;

 საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარმოუდგენს წინადადებებს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შესახებ და უზრუნველყოფს მის განხორციელებას, საბიუჯეტო ასიგნებათა ხარჯზე აფინანსებს და ამუშავებს სამეცნიერო კვლევებს;

მონაწილეობს განათლებისა და მეცნიერების სფეროში სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენციების, სიმპოზიუმების, გამოფენებისა და კონკურსების გამართვაში;

შეიმუშავებს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტს და წარმოუდგენს საქართველოს მთავრობას;

შეიმუშავებს განათლების სისტემისა და უმაღლესი განათლების სისტემის ინდიკატორების ამსახველ ძირითად დოკუმენტს;

ადგენს საგანმანათლებლო დაწესებულებათა მატერიალურ-ტექნიკური, პროგრამული და ადამიანური რესურსების ნორმატივებს;

უზრუნველყოფს საგანმანათლებლო სფეროში არსებული პრიორიტეტებისა და მიზნების მისაღწევად განსახორციელებელი საბიუჯეტო პროგრამებისა და პროექტების შესრულებასა და კოორდინაციას. ასევე ხელს უწყობს არასაბიუჯეტო პროგრამების/პროექტების განხორციელებას;

ამტკიცებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის წესს, ადგენს სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემისა და გადატანის წესს, საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარმოუდგენს სახელმწიფო სასწავლო გრანტის თანხის რაოდენობას, სოციალური პროგრამით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული სტუდენტების დაფინანსების რაოდენობასა და პირობებს, აგრეთვე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეთათვის ვაუჩერების გაცემისა და გადატანის წესს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან ერთად;

 ამტკიცებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვის წესს;

ამტკიცებს მოსწავლის პირადი საქმის ფორმასა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის პირადი საქმისწარმოების წესს;

ადგენს საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესს, სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევისა და მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტის წესსა და პირობებს;

ამტკიცებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭების წესსა და საფასურს;

ახორციელებს საჯარო სკოლების ნუმერაციას და ადგენს მათთვის სახელის მინიჭების წესს;

ამტკიცებს ერთიანი სახელმწიფო საგანმანათლებლო დოკუმენტის/პროფესიული დიპლომის ნიმუშს, უმაღლესი განათლების სპეციალობათა ნუსხას, უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის დანართის ფორმას;

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარდგინებით ამტკიცებს:

საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესსა და საფასურებს;

საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებას;

საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებას;

მასწავლებლის მომზადებისა და პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის წესსა და საფასურს, რომელიც შეთანხმებული უნდა იყოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან;

შეიმუშავებს მეცნიერების განვითარების პრიორიტეტებს, უზრუნველყოფს სახელმწიფო სამეცნიერო პოლიტიკის განხორციელებას, შემოქმედების თავისუფლებისა და სამეცნიერო სფეროს მართვის თანმიმდევრული დემოკრატიზაციის, სამეცნიერო სკოლების შენარჩუნებისა და განვითარების, საერთაშორისო სამეცნიერო კვლევით საქმიანობაში მონაწილეობის ხელშეწყობის, აგრეთვე განათლების მეცნიერებასთან ინტეგრირების მიზნით;

სამეცნიერო და აკადემიურ წრეებთან თანამშრომლობით, აყალიბებს და სრულყოფს ქართული მეცნიერების განვითარების კონცეფციასა და ნორმატიულ ბაზას;

ამუშავებს წინადადებებს სახელმწიფო სახსრების გამოყოფის თაობაზე, სამეცნიერო-კვლევითი ობიექტების მშენებლობისა და რეკონსტრუირების მიზნით, ამზადებს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებათა პროექტებს ეროვნული მნიშვნელობის მქონე სამეცნიერო-კვლევითი ბაზებისა და ექსპერიმენტული დანადგარების მოვლა-შენახვის შესახებ;

სახელმწიფო მართვის სხვა უწყებებთან ერთად, ამზადებს წინადადებებს ტექნოლოგიური განვითარების გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავებისა და მაღალ ტექნოლოგიათა ტრანსფერის სახელმწიფო მხარდაჭერის თაობაზე, აგრეთვე სახელმწიფოს პირდაპირ (ინვესტირებით) ან არაპირდაპირ (საგადასახადო შეღავათებით, ინოვაციური ინფრასტრუქტურითა და სხვ.) მონაწილეობის შესახებ სათანადო პროცესებში;

განსაზღვრავს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრის, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელთა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელთა, ასევე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერთა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეთა პერსონალური მონაცემების რეესტრის წარმოების წესს, ადგენს საჯარო სკოლების დირექტორების, დირექტორების მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში − მათი მოვალეობის შემსრულებელი მოადგილეების, მოვალეობის სხვა შემსრულებლების, სამეურვეო საბჭოს წევრების რეგისტრაციის წესს;

სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებისათვის  ხარისხიანი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო პროცესის უზრუნველყოფის მიზნით, შეიმუშავებს საგანმანათლებლო რესურსებსა და პროგრამებს და ხელს უწყობს მათ დანერგვას;

ზოგადი განათლების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ატარებს სხვადასხვა კვლევას;

ადგენს სკოლის სახელმძღვანელოს შესაბამისობას ეროვნულ სასწავლო გეგმასთან, ახორციელებს მის შეფასებასა და სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭებას;

ამოწმებს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების (გარდა განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტისა) ენობრივ სისწორეს;

მოსწავლის სკოლის სახელმძღვანელოებითა (მოსწავლის წიგნით) და დამხმარე ლიტერატურით უზრუნველყოფის მიზნით, ამტკიცებს სახელმწიფოს მიერ მოსწავლის მშობლისათვის/კანონიერი წარმომადგენლისათვის უსასყიდლოდ, დროებით სარგებლობაში გადაცემული სკოლის სახელმძღვანელოებისა (მოსწავლის წიგნის) და დამხმარე ლიტერატურის გამოყენების ზოგად წესსა და მათი მოვლა-პატრონობის შეფასების კრიტერიუმებს;

ამტკიცებს სასკოლო კონკურსის/კონკურსების ჩატარების წესს;

მონაწილეობს ახალგაზრდობის სრულფასოვანი განვითარებისთვის, მათი პოტენციალის რეალიზებისა და საზოგადოებრივ, ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებაში ჩართულობისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნაში;

უზრუნველყოფს ახალგაზრდული სფეროს, ახალგაზრდების საქმიანობისა და მოხალისეობის ინსტიტუტის განვითარებასა და მხარდაჭერას, ახალგაზრდების მონაწილეობით მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველზე;    

უზრუნველყოფს ახალგაზრდებში სამოქალაქო უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ ცნობიერების დონის ამაღლებას;   

უზრუნველყოფს ახალგაზრდებისთვის აქტუალური თემებისა და სახელმწიფო მნიშვნელობის საკითხების გარშემო (ქვეყანაში მიმდინარე ოკუპაცია, ძლიერი ევროპული სახელმწიფოს ჩამოყალიბების პრიორიტეტი, გენდერული თანასწორობა, გარემოს დაცვა, ცხოვრების ჯანსაღი წესი, დანაშაულის პრევენცია და სხვა) ცნობიერების დონის ამაღლების ხელშეწყობას;

უზრუნველყოფს არაფორმალური და ფორმალური გარე განათლების განვითარებას, ახალგაზრდებისთვის ხელსაყრელი სტარტაპ-ეკოსისტემის შექმნას, მათი ინიციატივების მხარდაჭერას, ახალგაზრდების დასაქმებისა და ახალგაზრდების სწავლიდან დასაქმებაზე გადასვლის ხელშეწყობის მიზნით;

თავისი უფლებამოსილების ფარგლებში და ახალგაზრდების ინტერესების შესაბამისად, ხელს უწყობს ახალგაზრდული ცენტრების, სივრცეების, კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებების, პროფილური კლუბებისა და სტუდიების შექმნასა და განვითარებას;

უზრუნველყოფს, ახალგაზრდული თემატიკის, პროექტების, საქმიანობის პოპულარიზაციის მიზნით, საკომუნიკაციო ღონისძიებების ხელშეწყობასა და ახალგაზრდული პროექტებისა და ღონისძიებების მხარდაჭერას;

ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

 

ბეჭდვა