პირველი ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ყველა ბავშვს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ულოცავს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ცნობილ ქართველ მეცნიერს, აკადემიკოს გიორგი კვესიტაძეს 80 წლის იუბილეს ულოცავს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, ბასკეთის კულინარიული ცენტრისა და კავკასიის უნივერსიტეტის თანამშრომლობით, გურჯაანში კავკასიის უნივერსიტეტის გასტრონომიის აკადემიის მშენებლობა იწყება.
რომის სასულიერო მუსიკის პონტიფიკალურ ინსტიტუტსა და გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლეს სასწავლებელს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. საზეიმო ღონისძიებაში, რომელიც რომის სასულიერო მუსიკის პონტიფიკალურ ინსტიტუტში გაიმართა, მონაწილეობა მიიღო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა. მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და სასწავლებლებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა.
26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. წელს დამოუკიდებლობის დღის მთავარი გზავნილია #ევროპისკენ – რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს ურყევ არჩევანს, დავბრუნდეთ ევროპულ ოჯახში – ჩვენი ღირებულებებით, ჩვენი ისტორიით, ჩვენი ფასეულობებითა და ჩვენი დამოუკიდებლობით.
26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. წელს დამოუკიდებლობის დღის მთავარი გზავნილია #ევროპისკენ – რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს ურყევ არჩევანს, დავბრუნდეთ ევროპულ ოჯახში – ჩვენი ღირებულებებით, ჩვენი ისტორიით, ჩვენი ფასეულობებითა და ჩვენი დამოუკიდებლობით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ქართველ მოსწავლეებს ევროპის ფიზიკოსთა VI ოლიმპიადაში გამარჯვება მიულოცა და მათ წარმატებები უსურვა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ლონდონში მიმდინარე „განათლების მსოფლიო ფორუმში“ მონაწილეობს, რომლის ფარგლებში შეხვედრა გამართა ფინეთის განათლების მინისტრთან ლი ანდერსონთან. შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და ფინეთს შორის ზოგადი განათლების მიმართულებით თანამშრომლობის დეტალები განიხილეს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ლონდონში მიმდინარე „განათლების მსოფლიო ფორუმის“ ფარგლებში შეხვედრა გამართა დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მდივანთან (მინისტრთან) განათლების საკითხებში ნადიმ ზაჰავისთან და მის მოადგილე ვიკი ფორდთან.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 24 მაისს, დილის 09:00 საათიდან საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონულ რეგისტრაციას იწყებს, რომელიც 15 ივნისს დღის ბოლოს დასრულდება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი „განათლების მსოფლიო ფორუმში“ იღებს მონაწილეობას, რომელიც ლონდონში იმართება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა აშშ-ის საელჩოს საჯარო დიპლომატიის განყოფილების ხელმძღვანელ კეტრინ შვაიცერს, „საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოებისა“და საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლებს უმასპინძლა. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა „უნივერსიტეტების შესაძლებლობების განვითარების პროგრამის“ დეტალები განიხილეს და საქართველოს დელეგაციის ამერიკაში ვიზიტის შედეგები შეაჯამეს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ვებსტერის უნივერსიტეტის პრეზიდენტს ჯულიან შუსტერს უმასპინძლა და პირადად მიულოცა საქართველოში ვებსტერის უნივერსიტეტის კამპუსის გახსნა.