Facebook Twitter Youtube Flikr
სიახლეები
26/03/2021
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი N118 და N208 საჯარო სკოლებში ვირუსის პრევენციის მიზნით სკოლების მიერ შემუშავებულ სანიტარულ ნორმებს გაეცნო და სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას მოსწავლეთა უსაფრთხოებისთვის გატარებულ ღონისძიებებზე ინფორმაცია თავად სკოლების დირექტორებისგან მოისმინა.
26/03/2021

აჭარის რეგიონში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მაია ხაჯიშვილთან და საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ ღასან ხალილთან ერთად, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბავშვთა უფლებების ცენტრის გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიებას ნორვეგიის ელჩი ჰელენ ანდრესენი და ესტონეთის ელჩი რიინა კალიურანდიც ესწრებოდნენ.

25/03/2021
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე დგებუაძე, საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი ღასან ხალილი, ესტონეთის ელჩი რიინა კალიურანდი და ნორვეგიის ელჩი ჰელენ ანდრესენი ერთობლივი სამუშაო ვიზიტით აჭარაში იმყოფებიან.
25/03/2021
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო  IX კლასის ყველა საგნისა და დაწყებითი და საბაზო საფეხურების (I-VIII კლასების) ზოგიერთი საგნისთვის სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესს წარმატებით აგრძელებს. იმისათვის, რომ  მოსწავლეებისთვის მაღალი ხარისხის სახელმძღვანელოები შეიქმნას, სამინისტროს გადაწყვეტილებით, გრიფირების პროცესში საზოგადოების მაღალი ჩართულობის გამო, სახელმძღვანელოების საჯარო განხილვის ვადა 31 მარტის ჩათვლით გახანგრძლივდა. 
24/03/2021

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, საჯარო სკოლებში მასწავლებელთა და ადმინისტრაციული პერსონალის სისტემურ სავალდებულო ტესტირებას აგრძელებს. კორონავირუსის გავრცელების რისკის შესამცირებლად თბილისის მე-100 საჯარო სკოლაში ტესტირება უკვე მეოთხედ ჩატარდა.

22/03/2021

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ალვანში მოქმედ კოლეჯ „აისის“ ტერიტორიაზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო სასწავლო სახელოსნოს აშენებს. მშენებლობა აქტიურ ფაზაშია და უახლოეს მომავალში დასრულდება.

21/03/2021
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი განახლებული სასწავლო პროცესის მიმდინარეობას და პროფესიულ სასწავლებლებში დაცულ სანიტარულ ნორმებს კახეთის რეგიონის პროფესიულ სასწავლებლებში გაეცნო. 
21/03/2021
დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციამ რიგით მე-5 კონფერენცია გამართა, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ გახსნა. 
21/03/2021

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისიტრის მიხეილ ჩხენკელის მიმართვა დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით:

20/03/2021

განათლების სისტემის ხარისხისა და ინკლუზიურობის გაძლიერების მიზნით, საქართველოს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ნორვეგიის მთავრობა და გაეროს ბავშვთა ფონდი ერთობლივი სამწლიანი პროგრამის განხორციელებას იწყებს.  

20/03/2021

საგაზაფხულო არდადეგების დასრულების შემდეგ, სკოლებში მოსწავლეთა, მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა დაინფიცირების მაჩვენებელი ძველ ნიშნულზე რჩება, თუმცა,  ქვეყნის მასშტაბით შემცირებულია დისტანციური სწავლების ფორმატი.

18/03/2021

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი, შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსთან ბექა ფერაძესთან ერთად, საქართველოს ეროვნულ და სოხუმის უნივერსიტეტებში ვირუსის თავიდან ასაცილებლად გატარებულ ღონისძიებებს გაეცნო და უნივერსიტეტებში დანერგილ სიახლეებთან დაკავშირებით ინფორმაცია თავად სტუდენტებისგან მოისმინა.

17/03/2021

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მხარდაჭერით, ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციამ ონლაინღონისძიება გამართა: საჯარო-კერძო დიალოგი - პროფესიული განათლება მშენებლობაში: თანამშრომლობა და განვითარების პერსპექტივები და მშენებლობაში დასაქმების ონლაინფორუმი.

17/03/2021
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ევროკავშირის საგრანტო პროგრამის Erasmus+ sport პროგრამის მიმართულებით გრანტი  პირველად მოიპოვა. პროექტის სახელწოდებაა „IntegriSport Next” და იგი კოლაბორაციული პარტნიორობის ფორმატში განხორციელდება. 
17/03/2021

საგაზაფხულო არდადეგებიდან დაბრუნებული მოსწავლეებისთვის სკოლებში სახელოვნებო წრეები და სპორტული კლუბები განახლდა. შესაბამისად, 15 მარტიდან ყველა მოსწავლეს აქვს შესაძლებლობა, ჩაერთოს სხვადასხვა არაფორმალურ აქტივობაში.

სკოლებში სწავლის განახლებასთან დაკავშირებით განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე დგებუაძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე კახა კობერიძესთან ერთად, ამჯერად ქვემო ქართლს ეწვია და რუსთავისა და მარნეულის საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესის მიმდინარეობას პირადად გაეცნო.


<   1  2  3  4  5  6  7  8  9  10  11  12  13  14  15  16  17  18  19  20  21  22  23  24  25  26  27  28  29  30  31  32  33  34  35  36  37  38  39  40  41  42  43  44  45  46  47  48  49  50  51  52  53  54  55  56  57  58  59  60  61  62  63  64  65  66  67  68  69  70  71  72  73  74  75  76  77  78  79  80  81  82  83  84  85  86  87  88  89  90  91  92  93  94  95  96  97  98  99  100  101  102  103  104  105  106  107  108  109  110  111  112  113  114  115  116  117  118  119  120  121  122  123  124  125  126  127  128  129  130  131  132  133  134  135  136  137  138  139  140  141  142  143  144  145  146  147  148  149  150  151  152  153  154  155  156  157  158  159  160  161  162  163  164  165  166  167  168  169  170  171  172  173  174  175  176  177  178  179  180  181  182  183  184  185  186  187  188  189  190  191  192  193  194  195  196  197  198  199  200  201  202  203  204  205  206  207  208  209  210  211  212  213  214  215  216  217  218  219  220  221  222  223  224  225  226  227  228  229  230  231  232  233  234  235  236  237  238  239  240  241  242  243  244  245  246  247  248  249  250  251  252  253  254  255  256  257  258  259  260  261  262  263  264  265  266  267  268  269  270  271  272  273  274  275  276  277  278  279  280  281  282  283  284  285  286  287  288  289  290  291  292  293  294  295  296  297  298  299  300  301  302  303  304  305  306  307  308  309  310  311  312  313  314  315  316  317  318  319  320  321  322  323  324  325  326  327  328  329  330  331  332  333  334  335  336  337  338  339  340  341  342  343  344  345  346  347  348  349  350  351  352  353  354  355  356  357  358  359  360  361  362  363  364  365  366  367  368  369  370  371  372  373  374  375  376  377  378  379  380  381  382  383  384  385  386  387  388  389  390  391  392  393  394  395  396  397  398  399  400  401  402  403  404  405  406  407  408  409  410  411  412  413  414  415  416  417  418  419  420  421  422  423  424  425  426  427  428  429  430  431  432  433  434  435  436  437  438  439  440  441  442  443  444  445  446  447  448  449  450  451  452  453  454  455  456  457  458  459  460  461  462  463  464  465  466  467  468  469  470  471  472  473  474  475  476  477  478   >