საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ კახეთის რეგიონში ორი ახლად რეაბილიტირებული საჯარო სკოლა გახსნა.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრისა და გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, რომლის ძირითად თემას გამოყენებითი კვლევების გაძლიერება, მათი კომერციალიზაცია და ტექნოლოგიური ტრანსფერების განვითარება წარმოადგენდა.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა ქალაქ ბორჯომში ოქროსა და ვერცხლის მედალოსნები დააჯილდოვა.
სტუდენტთა ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში სოციალური პროგრამის ფარგლებში ელექტრონული განცხადებების მიღება დაიწყო.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ანაკლიის ბანაკს ესტუმრა, რომელიც ამჯერად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს მასპინძლობს.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ქალაქ ზესტაფონში პროფესიულ კოლეჯ „კონსტრუქტ2“-ს ეწვია, სადაც საგანმანათლებლო სივრცეები და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასწავლო სახელოსნოები დაათვალიერა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ზესტაფონის ახლად რეაბილიტირებული N2 საჯარო სკოლა გახსნეს.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯში სახელმწიფო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში სამუშაო შეხვედრები გამართა – აზიის განვითარების ბანკის (ABD), იაპონიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (JICA), ტოკიოს გაეროს უნივერსიტეტის (UNU-IAS), ტოკიოს სამეცნიერო ინსტიტუტის და სენდაის ტოჰოგუს უნივერსიტეტის (Tohoku University) ხელმძღვანელ პირებთან.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს, როლანდ პრაისს შეხვდა. მხარეებმა მიმდინარე ერთობლივი პროექტები განიხილეს და თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივებზე იმსჯელეს.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის ახალგაზრდობის და სპორტის სამინისტროს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის ძირითად მიზანს წარმოადგენს, ახალგაზრდობის სფეროში პარტნიორობის გაძლიერების მიმართულებით ერთობლივი ინიციატივების განხორციელება.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის ბაზაზე სამინისტროს მხარდაჭერით შექმნილი „მოწინავე ტექნოლოგიების ძირითადი საშუალებების ცენტრი “ გახსნა.
ქალაქ ხონის პირველი საჯარო სკოლა სრულად რეაბილიტირდა. განახლებული შენობა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ გახსნა.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, კოლეჯ „სპექტრსა“ და „დურგალთა სკოლას" შორის სამმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
პროფესიული განათლების საფეხურზე ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მიმართულების გაძლიერების მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინიტროსა და იტალიურ ორგანიზაცია „Reggio Children“-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.