საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ფარჰად ჰაჯიევთან ერთად, ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკში ქართველ და აზერბაიჯანელ სტუდენტებს შეხვდა.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ გაეროს მუდმივ კოორდინატორთან საქართველოში დიდიე ტღებიუკთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
2025 წელს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები აბიტურიენტები უნივერსიტეტებში ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან და სახელმწიფო მათი სწავლის საფასურს გრანტის მაქსიმალური ოდენობით დააფინანსებს. საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხვისა და დაფინანსების მსურველთა რეგისტრაცია 5 სექტემბრამდე გაგრძელდება.
2025-2026 სასწავლო წელს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების ნუსხა ცნობილია.
ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები აბიტურიენტებისთვის სკოლისშემდგომი განათლებისთვის მომზადების პროგრამაზე განცხადებების მიღება დაიწყო და 5 სექტემბრამდე გაგრძელდება.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ აზერბაიჯანის რესპუბლიკის დელეგაციას უმასპინძლა, რომელსაც აზერბაიჯანის რესპუბლიკის ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ფარჰად ჰაჯიევი ხელმძღვანელობს.
,,მართლაც საამაყოა, რომ 249 ახალგაზრდა, კონკრეტული მიზნებისა და ამოცანების დასახვით, თავიანთი შესაძლებლობების წარმოჩენით, ცოდნის გაღრმავებას ამერიკის შეერთებული შტატების, ბრიტანეთის, ევროკავშირის, ჩინეთის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, ეგვიპტისა და სხვა სახელმწიფოების წამყვან უნივერსიტეტებში გააგრძელებს.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ შავი ზღვის ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) გენერალურ მდივანს ასაფ ჰაჯიევს უმასპინძლა და მასთან ასამბლეის ქვეყნებს შორის არსებული სამეცნიერო კავშირების გაფართოების საკითხები განიხილა.
საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით შაორის ბანაკი ახალგაზრდებს მასპინძლობს.
მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის 85 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების განსახორციელებლად შექმნილი კომისიის პირველი სხდომა გაიმართა.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ფაიგ გულიევს უმასპინძლა.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აჭარის ა/რ კულტურის მინისტრ ელისო ბოლქვაძესთან სამუშაო შეხვედრა გამართა და მასთან ერთად სახელოვნებო განათლების გაძლიერების მიმართულებით გადასადგმელი ნაბიჯები განიხილა.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, სულხან თამაზაშვილს შეხვდა.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილთან, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორ ივანე აბაშიძესთან და ბრიტანეთის ელჩ გარეტ უორდთან ერთად, საზღვაო აკადემიას ეწვია, სადაც თანამშრომლებსა და სტუდენტებს შეხვდა.