საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დელეგაციასთან ერთად ყაზახეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. დელეგაციის შემადგენლობაში, მთავრობის წევრებთან ერთად, არის საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ალექსანდრე წულაძე, რომელმაც ვიზიტის ფარგლებში ყაზახეთის რესპუბლიკის მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების მინისტრ საიასატ ნურბეკთან შეხვედრა გამართა.
რევაზ ინანიშვილის სახელობის საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაშმის საჯარო სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ბაია კვიციანმა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლებს ელიფ ტურესა და უილიამ აბელს უმასპინძლა.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ბაია კვიციანმა, იუსტიციის მინისტრის მოადგილე ნიკო თათულაშვილთან და მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის დირექტორ თამთა დემურიშვილთან ერთად, რუსთავის მე-16 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულები მოინახულა, რომელთაც პროფესიული გადამზადების მორიგი კურსი წარმატებით გაიარეს.
საქართველოში ფრანგული ენის სწავლების მეთოდების გაუმჯობესებისა და ფრანგული კულტურის პოპულარიზაციის ხელშეწყობის მიზნით, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ბაია კვიციანმა ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს ახლად დანიშნულ რეგიონულ დირექტორს ლორ კასტენს უმასპინძლა, რომელიც საქართველოში პირველი სამუშაო ვიზიტით იმყოფება.
ფინანსთა სამინისტროში გაიმართა სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის განვითარების უწყებათაშორისი საბჭოს პირველი სხდომა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე გიორგი ჯინჭარაძემ.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩთან ფაიგ გულიევთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
„დიმიტრი გულიას სახელობის სტიპენდიების“ პროგრამის ფარგლებში 2024-2025 სასწავლო წლის სტიპენდიატი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ჯეირან გვაგვალია გახდა.
საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეინდარის საჯარო სკოლის მოსწავლეები სწავლას თანამედროვე სტანდარტების შესაბამის გარემოში აგრძელებენ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტრომ დაიწყო პროექტების/განაცხადების მიღება "წარმატებულ მოსწავლეთა წახალისების" პროგრამის "საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადების" ქვეპროგრამის ფარგლებში.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ალექსანდრე წულაძე თბილისის 55-ე საჯარო სკოლას ეწვია და ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურის საგამოცდო პროცესის მიმდინარეობას გაეცნო.
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მიმდინარეობს მუშაობა მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაზე. ამ მიზნით საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში შექმნილია სპეციალური კომისია ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობით.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ თურქეთის რესპუბლიკის ელჩს, ალი ქაან ორბაის უმასპინძლა.
საერთაშორისო საგანმანათლებლო კვლევის - TIMSS (Trends in International Mathematics and Science Study) შედეგების მიხედვით ქართველმა მოსწავლეებმა გააუმჯობესეს შედეგები და რიგ შემთხვევებში სტატისტიკურად გაუთანაბრდნენ საერთაშორისო საშუალო მაჩვენებლებს, რაც TIMSS კვლევაში საქართველოს მონაწილეობის 16 წლის განმავლობაში საუკეთესო შედეგია.