ადრეული და სკოლამდელი განათლების რეფორმის ფარგლებში, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო აქტიურად აგრძელებს მუშაობას დივერსიფიცირებული სკოლამდელი განათლების სისტემის დანერგვის მიმართულებით, რომელიც სკოლამდელ განათლებაზე საყოველთაო ხელმისაწვდომობისა და ინკლუზიური გარემოს უზრუნველყოფას ისახავს მიზნად.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილის ალექსანდრე წულაძისა და საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩის შერაზ გასრის თავმჯდომარეობით ქართულ-ფრანგული უნივერსიტეტის საბჭოს შეხვედრა გაიმართა.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო აცხადებს კონკურსს ტერიტორიული ორგანოს − ბაღდათის, საჩხერის, ამბროლაურის, ლენტეხის, ჩხოროწყუს, ხობის, ახალქალაქის, თელავის, ხაშურის, ლანჩხუთის, გარდაბნის, სენაკისა და მესტიის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის თანამდებობებზე.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი, მოადგილე ნოდარ პაპუკაშვილთან ერთად, გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტსა და ივანე ბერიტაშვილის სახელობის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრს ეწვია, სადაც კვლევითი ინსტიტუტების ინფრასტრუქტურა – მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და ლაბორატორიები დაათვალიერა. მინისტრი ცენტრების საქმიანობასა და მიმდინარე სამეცნიერო-კვლევით პროცესებს დეტალურად გაეცნო.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი, მოადგილე ნოდარ პაპუკაშვილთან ერთად, კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს ეწვია, სადაც ადგილზე არსებულ უნიკალურ ხელნაწერებს, ცენტრის ინფრასტრუქტურასა და მიმდინარე სამეცნიერო-კვლევით პროცესს გაეცნო.
საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, კახეთში 15 ივნისიდან 19 ივლისის ჩათვლით უკრაინელი მოზარდებისთვის საზაფხულო ბანაკი ხორციელდება.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს ესტუმრა, სადაც საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას გაეცნო.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა ანაკლიის ბანაკი გახსნა და ბანაკის მონაწილე ახალგაზრდებთან შეხვედრა გამართა.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ქალაქ ბათუმის განათლებისა და მეცნიერების ქალაქში კოლეჯ „ბლექსის” ახალი სასწავლო კორპუსის მშენებლობას ახორციელებს.
უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოში, I2Q პროექტის ფარგლებში, მეორე საერთაშორისო Excellence School იმართება, რომელიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ნოდარ პაპუკაშვილმა გახსნა.
საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტრომ დაიწყო პროექტების/განაცხადების მიღება "წარმატებულ მოსწავლეთა წახალისების" პროგრამის "საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადების" ქვეპროგრამის ფარგლებში.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გიორგი ამილახვარის ხელმძღვანელობით ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორთა საბჭო გაიმართა.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლობით მასწავლებელთათვის დანაშაულის პრევენციის კურსის განხორციელება იწყება.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი ეროვნული გამოცდების დაწყების პირველ დღეს თბილისის 147-ე საჯარო სკოლას ეწვია და საგამოცდო პროცესის მიმდინარეობას პირადად გაეცნო.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით კოლეჯ იკაროსის ბაზაზე კულინარიაში კონკურსი გაიმართა, რომელშიც 12 სახელმწიფო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტები მონაწილეობდნენ.