Facebook Twitter Youtube Flikr
სიახლეები
27/01/2019
მიმდინარე წელს სამეგრელოს რეგიონში, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მუნიციპალური განვითარების ფონდთან ერათად, 20-ზე მეტ საჯარო სკოლაში სხვადასხვა ინფრასტრუქტულ სამუშაოს განახორციელებს.
27/01/2019
“საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს ცნობილი ქართველი მხატვრის, ეროვნული პრემიის ლაურეატის თემურ (თემო) მაჭავარიანის გარდაცვალების გამო.
25/01/2019

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ნათია ზედგინიძემ, ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელთან, ზვიად როსტომაშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, მორიგი საჯარო სკოლა ამჯერად, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგებერაოში გახსნა.

25/01/2019
25 იანვარს, განათლების საერთაშორისო ცენტრმა პარტნიორ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად 2019-2020 სასწავლო წლისათვის სამი სასტიპენდიო პროგრამა გამოაცხადა.
24/01/2019

კასპის მუნიციპალიტეტში მიმდინარე საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას დღეს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნათია ზედგინიძე გაეცნო.

24/01/2019

განათლების რეფორმის ფარგლებში, რომელიც ევროპის წამყვანი ქვეყნების სამეცნიერო სტრუქტურებში ქართველი მეცნიერების მაქსიმალურ ინტეგრაციას ითვალისწინებს,   შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით ჩატარდა ტრენინგი, რომელსაც წარუძღვა ფონდის მიერ  სპეციალურად ამ ღონისძიებისათვის მოწვეული ექსპერტი, შვეიცარიის ეროვნული სამეცნიერო ფონდის წარმომადგენელი, ბატონი ტიმოთი რაიანი.

23/01/2019

განათლების რეფორმის ფარგლებში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა სამინისტროს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ჯგუფის ხელმძღვანელთან ნიკა დობორჯგინიძესა და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგოების მიმართულების ექსპერტთან სანდრო ასათიანთან ერთად საზოგადოებას ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით დაგეგმილი პროექტების პრეზენტაცია წარუდგინა.

22/01/2019

„ამ მოსწავლეების დიდი წარმატება შედეგია სკოლის, პედაგოგებისა და მოსწავლეების ერთიანი ძალისხმევის და ეს არის საუკეთესო მაგალითი როგორ მივიდეთ საბოლოო გამარჯვებამდე. ჩვენს მიერ დაანონსებული რეფორმის მიზანიც სწორედ ეს არის - სკოლის, მასწავლებლების და მათი მოსწავლეების სრულფასოვანი ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში“ - განაცხადა დღეს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილმა სამინისტროში საერთაშორისო ოლიმპიადიდან დაბრუნებულ ქართველ მოსწავლეებთან და მათ პედაგოგებთან შეხვედრისას.

22/01/2019

საქართველოს მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) ეროვნულმა საბჭომ საქართველოში მიღწეული წარმატებისა და არსებული გამოწვევების შესახებ იმსჯელა. საბჭოს სხდომას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ნათია ზედგინიძე დაესწრო, რომელმაც განათლების მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.

22/01/2019

ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ სრულად რეაბილიტირებულ საჯარო სკოლებს კიდევ ორი სკოლა შეემატა. ამჯერად, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ნათია ზედგინიძემ, ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან, პარლამენტარებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ზესტაფონში ქალაქის მე-6 და მე-7 საჯარო სკოლები გახსნა, სადაც 2000-მდე მოსწავლე სრულად განახლებულ და თანამედროვედ აღჭურვილ გარემოში აგრძელებს სწავლას.

21/01/2019

2019 წელს ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის ბიუჯეტი გასამმაგდა – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა მინისტრის მოადგილესთან ნათია ზედგინიძესთან და მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორთან გიორგი შენგელიასთან ერთად განათლების რეფორმის ფარგლებში ინფრასტრუქტურული მიმართულებით დაგეგმილი პროექტების პრეზენტაციაზე განაცხადა.

18/01/2019

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, დედაქალაქის მერთან, კახი კალაძესთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად „ახალი განათლებისა და მეცნიერების ქალაქის“ მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი, რომელიც დავით აღმაშენებლის ხეივნის მე-12კმ-ზე აშენდება.

17/01/2019
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებს წელიწადში ორჯერ ეძლევათ შესაძლებლობა, ისარგებლონ მობილობით და გადავიდნენ სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. 

17/01/2019

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საზოგადებისათვის განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმების გაცნობას იწყებს. უხლოეს დღეებში, რეფორმის კონკრეტულ დეტალებს საზოგადოებას თავად მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი გააცნობს, რომელის თქმით, ექსპერტთა ჩართულობით შემუშავებული განათლების რეფორმის ათი პაკეტი, რომელიც ყველა მიმართულებას მოიცავს და მიზანს საზოგადოებისთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდება წარმოადგენს თუ რა გაკეთდა ბოლო თვეების განმავლობაში.

16/01/2019

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრში ახალგაზრდების მიერ შექმნილი კალენდრისა და წიგნის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც უსინათლო და მცირემხედველი თანატოლებისთვის არის განკუთვნილი. ღონისძიების ფარგლებში, ნახატების გამოფენა მოეწყო, სადაც კონკურსის მონაწილეების მიერ შექმნილი ნამუშევრები იყო წარმოდგენილი, ლიტერატურული კონკურსის რჩეულებმა - ანდრია კიკონიშვილმა და ელენე არაბულმა კი, საკუთარი მოთხრობები წაიკითხეს.


<   1  2  3  4  5  6  7  8  9  10  11  12  13  14  15  16  17  18  19  20  21  22  23  24  25  26  27  28  29  30  31  32  33  34  35  36  37  38  39  40  41  42  43  44  45  46  47  48  49  50  51  52  53  54  55  56  57  58  59  60  61  62  63  64  65  66  67  68  69  70  71  72  73  74  75  76  77  78  79  80  81  82  83  84  85  86  87  88  89  90  91  92  93  94  95  96  97  98  99  100  101  102  103  104  105  106  107  108  109  110  111  112  113  114  115  116  117  118  119  120  121  122  123  124  125  126  127  128  129  130  131  132  133  134  135  136  137  138  139  140  141  142  143  144  145  146  147  148  149  150  151  152  153  154  155  156  157  158  159  160  161  162  163  164  165  166  167  168  169  170  171  172  173  174  175  176  177  178  179  180  181  182  183  184  185  186  187  188  189  190  191  192  193  194  195  196  197  198  199  200  201  202  203  204  205  206  207  208  209  210  211  212  213  214  215  216  217  218  219  220  221  222  223  224  225  226  227  228  229  230  231  232  233  234  235  236  237  238  239  240  241  242  243  244  245  246  247  248  249  250  251  252  253  254  255  256  257  258  259  260  261  262  263  264  265  266  267  268  269  270  271  272  273  274  275  276  277  278  279  280  281  282  283  284  285  286  287  288  289  290  291  292  293  294  295  296  297  298  299  300  301  302  303  304  305  306  307  308  309  310  311  312  313  314  315  316  317  318  319  320  321  322  323  324  325  326  327  328  329  330  331  332  333  334  335  336  337  338  339  340  341  342  343  344  345  346  347  348  349  350  351  352  353  354  355  356  357  358  359  360  361  362  363  364  365  366  367  368  369  370  371  372  373  374  375  376  377  378  379  380  381  382  383  384  385  386  387  388  389  390  391  392  393  394  395  396  397  398  399  400  401  402  403  404  405  406  407  408  409  410  411  412  413  414  415  416  417  418  419  420  421  422  423  424  425  426  427  428  429  430  431  432  433  434  435  436  437  438  439  440  441  442  443  444  445  446  447  448  449  450  451  452  453  454  455  456  457  458  459  460  461  462  463  464  465  466  467  468  469  470  471  472  473  474   >