Facebook Twitter Youtube Flikr
სიახლეები
09/06/2022

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ცნობილ ქართველ მეცნიერს, აკადემიკოს რისმაგ გორდეზიანს 82 წლის იუბილეს ულოცავს.

09/06/2022

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) სასტიპენდიო პროგრამების გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და სტიპენდიატებს წარმატება მიულოცა. დაჯილდოების ცერემონიაში მონაწილეობა ასევე მიიღეს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში ჰუბერტ ქნირშმა, DAAD-ის გენერალურმა მდივანმა კაი ზიქსმა, DAAD-ის რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა საქართველოში გებფარდ როილმა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის წარმომადგენლებმა.

 

08/06/2022

საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ვალერიან გობრონიძემ მალდივის რესპუბლიკის დელეგაციას უმასპინძლა, რომელსაც მალდივის რესპუბლიკის განათლებისა და გენდერის, ოჯახისა და სოციალური სერვისების მინისტრები ხელმძღვანელობდნენ. ვიზიტის ფარგლებში, გაეროს ბავშვთა ფონდის მოწვევით, დელეგაციის წარმომადგენლები საქართველოს მთავრობის მიერ ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებსა და მოსწავლეებისთვის განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის  საუკეთესო პრაქტიკებს გაეცნენ.

08/06/2022

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, USAID-ისა და PH International - საქართველოს თანამშრომლობით სამოქალაქო განათლების ახალი პროგრამის განხორციელება იწყება.

07/06/2022

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, ფონდ „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანთან და ფონდ „ქართუს“ პროექტებისა და ოპერაციების დირექტორ ვახტანგ ცაგარელთან ერთად, ბრიუსელში გამართულ რადიაციისა და ონკოლოგიის ყოველწლიურ კონფერენციაში "User Meeting 2022" მიიღო მონაწილეობა, სადაც მსოფლიოს წამყვანმა მეცნიერებმა რადიაციისა და ონკოლოგიის მიმართულებით არსებული სიახლეები წარმოადგინეს და რადიაციული თერაპიის თანამედროვე მეთოდების განვითარების საკითხებზე იმსჯელეს.

07/06/2022
2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 4 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება და 22 ივლისს სამოქალაქო განათლების გამოცდით დასრულდება. ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფიო გორგოძემ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.
06/06/2022

გარემოს დაცვის მსოფლიო დღის ფარგლებში, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის კონკურსის „მწვანე ჯილდო” გამარჯვებულები გამოვლინდნენ. დაჯილდოების ცერემონიაში განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ მახარაშვილმა მიიღო მონაწილეობა, გამარჯვებულ აღმზრდელებსა და პედაგოგებს გამარჯვება მიულოცა და წარმატებები უსურვა.

06/06/2022

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ I-XII კლასების პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის მსურველთათვის რეგისტრაციისა და გამოცდების ჩატარების ვადები განსაზღვრა. მსურველი პირები გამოცდაზე დარეგისტრირებას 2022 წლის 6 ივნისიდან 10 ივნისის ჩათვლით შეძლებენ, ხოლო გამოცდები 2022 წლის 21 ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით ჩატარდება.

05/06/2022

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის  გენერალურ დირექტორ ჯაბა სამუშიასთან ერთად, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში Horizon Europe-ის საგრანტო ოფისის გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.

04/06/2022

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანას არაქართულენოვან სკოლაში მედეა ჩალაური  ქართულს რვა წელია  ასწავლის. მოსწავლეებისა და ადგილობრივი მოსახლეობის დიდი ინტერესი  პედაგოგს უზარმაზარ სტიმულს აძლევს, რომ სულ უფრო მეტი გააკეთოს მათ დასახმარებლად და სჯერა, რომ ამას აუცილებლად შეძლებს.

04/06/2022

უკრაინის განათლების მინისტრი სერგეი შკარლოტი საქართველოს უკრაინელი ბავშვების გვერდში დგომისთვის მადლობას უხდის.

04/06/2022

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისისა და ორგანიზაცია „თანადგომის“ ერთობლივი პროგრამის „ექიმის საათი“ მეორე ეტაპის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა.

04/06/2022

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ აბიტურიენტებთან და სასკოლო საზოგადოებასთან საინფორმაციო შეხვედრები  გამართა.

03/06/2022

საქართველოს Erasmus+ პროგრამაში ასოცირებული ქვეყნის სტატუსის მოპოვების ხელშეწყობის მიზნით მიზანშეწონილობის კვლევისთვის ევროკომისიამ 1 მილიონი ევრო გამოყო.  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა კვლევის განმახორციელებელი კომპანიის წარმომადგენლებთან გაცნობითი შეხვედრა გამართა და მათთან ერთად სამომავლო გეგმებზე იმსჯელა.

 

02/06/2022

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა რომში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა იტალიელ კოლეგასთან პატრიციო ბიანკისთან.


<   1  2  3  4  5  6  7  8  9  10  11  12  13  14  15  16  17  18  19  20  21  22  23  24  25  26  27  28  29  30  31  32  33  34  35  36  37  38  39  40  41  42  43  44  45  46  47  48  49  50  51  52  53  54  55  56  57  58  59  60  61  62  63  64  65  66  67  68  69  70  71  72  73  74  75  76  77  78  79  80  81  82  83  84  85  86  87  88  89  90  91  92  93  94  95  96  97  98  99  100  101  102  103  104  105  106  107  108  109  110  111  112  113  114  115  116  117  118  119  120  121  122  123  124  125  126  127  128  129  130  131  132  133  134  135  136  137  138  139  140  141  142  143  144  145  146  147  148  149  150  151  152  153  154  155  156  157  158  159  160  161  162  163  164  165  166  167  168  169  170  171  172  173  174  175  176  177  178  179  180  181  182  183  184  185  186  187  188  189  190  191  192  193  194  195  196  197  198  199  200  201  202  203  204  205  206  207  208  209  210  211  212  213  214  215  216  217  218  219  220  221  222  223  224  225  226  227  228  229  230  231  232  233  234  235  236  237  238  239  240  241  242  243  244  245  246  247  248  249  250  251  252  253  254  255  256  257  258  259  260  261  262  263  264  265  266  267  268  269  270  271  272  273  274  275  276  277  278  279  280  281  282  283  284  285  286  287  288  289  290  291  292  293  294  295  296  297  298  299  300  301  302  303  304  305  306  307  308  309  310  311  312  313  314  315  316  317  318  319  320  321  322  323  324  325  326  327  328  329  330  331  332  333  334  335  336  337  338  339  340  341  342  343  344  345  346  347  348  349  350  351  352  353  354  355  356  357  358  359  360  361  362  363  364  365  366  367  368  369  370  371  372  373  374  375  376  377  378  379  380  381  382  383  384  385  386  387  388  389  390  391  392  393  394  395  396  397  398  399  400  401  402  403  404  405  406  407  408  409  410  411  412  413  414  415  416  417  418  419  420  421  422  423  424  425  426  427  428  429  430  431  432  433  434  435  436  437  438  439  440  441  442  443  444  445  446  447  448  449  450  451  452  453  454  455  456  457  458  459  460  461  462  463  464  465  466  467  468  469  470  471  472  473  474   >